Wednesday, November 29, 2017

„იაგუარის“ კლასიკური XKSS „ოქტანის“ წლის ავტომობილი გახდა

პოპულარულ კონკურს „ოქტანის“ ჟიურიმ, 2017 წლის ავტომობილად „იაგუარის“ მიერ სერია „ლეჯენდს კონტინიუედ“ ფარგლებში, თავიდან შექმნილი კლასიკური XKSS დაასახელა. ამ ავტომობილს „იაგუარ ლენდ როვერ კლასიკი“ აწარმოებს და კონკურსზე მან ასევე წლის საუკეთესო კლასიკური საკოლექციო ავტომობილის წოდებაც დაიმსახურა.

Tuesday, November 28, 2017

მეორე თაობის „რეინჯ როვერ ევოუკის“ პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება

უკვე ექვსი წელია, რაც „რეინჯ როვერ ევოუკი“ ბაზარზეა და ხანდაზმულობის მიუხედავად, ისევე კარგად იყიდება, როგორც ახალი. ამ ექვსი წლის განმავლობაში, მისი წლიური გაყიდვების მოცულობა 100 ათასზე დაბლა ერთხელაც არ ჩამოსულა. თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს და „ლენდ როვერი“ წარმოებისთვის მეორე თაობის „ევოუკს“უკვე ამზადებს.

Wednesday, November 22, 2017

გრძელბაზიანი „იაგუარ XEL-ის“ დებიუტი ჩინეთში

გუანჯოუში გამართულ ავტო შოუზე, „იაგუარმა“ თავის კომპაქტურ სედან XE-ს გრძელბაზიანი ვერსიის, XEL-ის პირველი ჩვენება მოაწყო. გრძელბაზიანი ავტომობილები ჩინეთის ბიზნეს წრეებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რაც ავტომწარმოებლებს, იქაური მყიდველისთვის, თავიანთი სტანდარტული სედანების გრძელბაზიანი ვერსიების შეთავაზებას აიძულებს.
XEL-ს სტანდარტულ XE-ზე 100 მილიმეტრით გრძელი ბაზა აქვს, რომლის სიგრძეც 2 935 მილიმეტრია. ამ ათი სანტიმეტრით გაზრდილია სალონის სიგრძე, რაც უკანა სავარძლების მგზავრების კომფორტზე აისახება.

„იაგუარის“ ქარხანას“ ჟოზე მაურინიო ესტუმრა

20 ნოემბერი.
„იაგუარ ლენდ როვერის“ სოლიჰალის ქარხანას ცნობილი საფეხბურთო მწვრთნელი ჟოზე მაურინიო ესტუმრა. ის მის მიერ შეკვეთილი „F-პეისის“ აწყობის პროცესს დაესწრო. ეს ავტომობილი იმითაც არის საინტერესო, რომ ის რიგით მე-100 ათასე „F-პეისია“.
ფეხბურთის განთქმული სპეციალისტი „იაგუარის“ სამუშაო ფორმაში გამოწყობილი, თავის ავტომობილს საწარმოო ხაზზე დაჰყვებოდა და ქარხნის თანამშრომლებთან ერთად, თავადაც უმნიშვნელო სამუშაოებს ასრულებდა.

„იაგუარ ლენდ როვერმა“ ბრიტანეთში ავტონომიური ავტომობილების ტესტირება დაიწყო

18 ნოემბერი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ ბრიტანეთის გზებზე თვითმავალი ავტომობილების ტესტირება დაიწყო. ადრე ასეთი ავტომობილების გამოცდები მხოლოდ ჩაკეტილ პოლიგონებზე მიმდინარეობდა. მათზე მიღწეული დამაიმედებელი შედეგების შემდეგ, პროტოტიპებმა საერთო სარგებლობის გზებზე გადაინაცვლეს.

„იაგუარ F-ტაიპი“ ქესტლ ბრომვიჩის ქარხნის კედელზე

11 ნოემბერი.
ავტომობილებს კედლებზე სასიარულოდ არავინ ამზადებს. მათ ეს არც შეუძლიათ და ეს საჭირო არცაა. თუმცა „იაგუარმა“ გამონაკლისი დაუშვა - თავისი პოპულარული სპორტქარი „F-ტაიპი“ თავისი ქესტლ ბრომვიჩის ქარხნის კედელზე დააყენა. ეს აქცია, ბრიტანელი ჯარისკაცების პატივისცემის და ხსოვნის ნიშნად ჩატარდა.

ახალი ტექნოლოგიები „ლენდ როვერ დისქავერისთვის“

9 ნოემბერი.
„ლენდ როვერმა“ 2018 სამოდელო წლის „დისქავერის“ საბაზო SE კომპლექტაციაში, რამდენიმე ახალი ახალი სისტემა შეიტანა. სიახლეთა შორისაა სატელიტური ნავიგაციის სისტემა „ინკონტროლ ტაჩ პრო“, თავისი 10-დუიმიანი სენსორული ეკრანით, რომელიც ყველა კომპლექტაციაში შევიდა.

„იაგუარ XJ“ კვლავაც ბრენდის ფლაგმანად დარჩება

30 ოქტომბერი.
„იაგუარმა“ თავისი ფლაგმანი სედანი XJ ბაზარზე რვა წლის წინათ წარადგინა და მას შემდეგ, მხოლოდ მცირედ განახლებები ამყოფინა. ამ გარემოებამ წარმოშვა ვარაუდი, რომლის მიხედვითაც, ბრიტანული კომპანია ფლაგმანად ამ ავტომობილის დატოვებას აღარ აპირებს. მაგრამ კომპანიის დიზაინის დირექტორმა იენ ქალუმმა ეს ვარაუდი უარყო.

მეტი სიმძლავრე „დისქავერი სპორტისა“ და „ევოუკისთვის“

28 ოქტომბერი.
უკვე რამდენიმე წელია, „ლენდ როვერი“ აღმავლობის გზას ადგას. კომპანია წლიდან წლამდე ზრდის გაყიდვებს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, მომავალშიც ასე იქნება. ეს ტრენდ კი ბაზარზე „რეინჯ როვერ ევოუკის“ გამოშვებით დაიწყო, რომელიც 2011 წლიდან მოყოლებული, უკვე 600 ათასზე მეტი არის გაყიდული. ახლახანს კი „ევოუკს“ მასზე ოდნავ დიდი „ლენდ როვერ დისქავერი სპორტი“ შემოუერთდა. კომპანიის გამაში ორივე ყველაზე გაყიდვადი მოდელია.

„ლენდ როვერი“ ჩინური ფირმებისგან მისი კონცეპტების კოპირებას ელის

20 ოქტომბერი
„ლენდ როვერი“ არ მალავს შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინური კომპანიები, მისი კონცეპტუალური მოდელების ასლებს გამოუშვებენ. თუნდაც ისეთი კონცეპტებისა, რომლებსაც ბრიტანული კომპანია თავად არ აწარმოებს.

„ლენდ როვერმა“ ახალი „დიფენდერის“ დიზაინზე მუშაობა დაასრულა

19 ოქტომბერი.
„ლენდ როვერმა“ თავის პოპულარულ მოდელ „დიფენდერის“ წარმოება წელიწადნახევრის წინ შეწყვიტა. ამ დროის განმავლობაში, ის ინტენსიურად მუშაობს ახალი თაობის „დიფენდერზე“. და როგორც კომპანიის დიზაინის დირექტორი ჯერი მაკგოვერნი გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, დიზაინზე მუშაობა უკვე დასრულდა.

„იაგუარი“ და ოლიმპიური მოთხილამურე გინესის წიგნში

11 ოქტომბერი.
რეკორდულ გარბენში მონაწილეობა ბრიტანელმა ყოფილმა მოთხილამურე გრემ ბელმა და „იაგუარ XF სპორტბრეიკმა“ მიიღეს. მანქან გამწევი ბუქსირის როლში იყო, ბელი კი ჩვეულ ამპლუაში. ოღონდ, მის გადაადგილებას ავტომობილი უზრუნველყოფდა, რომელთანაც თოკით იყო გამობმული. ავტომობილის მეშვეობით, ბელმა ბუქსირებული თხილამურებით, მსოფლიოში უდიდესი სიჩქარე განავითარა.

სამცილინდრიანი ძრავები „ლენდ როვერებისთვის“

9 ოქტომბერი.
მალე „ლენდ როვერის“ ავტომობილების აღჭურვილობაში, სამცილინდრიანი ძრავებიც შევა. ოღონდ, ასეთი ძრავები ჰიბრიდული დანადგარების ნაწილი იქნება, რომელსაც პირველად შემდეგი თაობის „რეინჯ როვერ ევოუკის“ ჰიბრიდულ ვერსიაზე დააყენებენ.

განახლებულ „რეინჯ როვერ სპორტს“ პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსიაც აქვს

5 ოქტომბერი.
„ლენდ როვერმა“ განახლებული „რეინჯ როვერ სპორტი“ ოფიციალურად წარმოადგინა. ახალი ავტომობილი წინამორბედის ევოლუციური ვერსიაა და მისგან მცირე გარეგნული ცვლილების გარდა, რამდენიმე ტექნიკური სიახლითაც გამოირჩევა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული, პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემაა. ეს არის ბრიტანული კომპანიის პირველი ავტომობილი, რომელიც ამგვარი სისტემით აღიჭურვება.

„იაგუარ ლენდ როვერი“ ავტომობილების ახალ ოჯახს შექმნის

24 სექტემბერი.
„იაგუარ ლენდ როვერი“ ავტომობილების სრულიად ახალი ოჯახის, „როუდ როვერის“ შექმნას აპირებს, რომელიც ბაზარზე 2020 წლისთვის გამოვა. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, ახალი ბრენდი პირველად ელექტრომობილს გამოუშვებს, რომელსაც ნებისმიერი ტიპის გზაზე მოძრაობის უნარი და ლუქსის კლასის ინტერიერი ექნება.

„იაგუარ რეისინგის“ ფორმულა E-ს პილოტი ნელსონ პიკე გახდა

24 სექტემბერი.
„იაგუარ რეისინგმა“ ფორმულა E-ს მომავალი სეზონისთვის კონტრაქტი ნელსონ პიკე უმცროსთან გააფორმა. ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ნელსონ პიკეს შვილი და ფ1-ის ყოფილი პილოტი, რომელსაც ხშირად ნელსინიოდ მოიხსენიებენ, ფორმულა E-ს პირველი ჩემპიონია (2015 წელს).

„ლენდ როვერ დისქავერიმ“ 110-ტონიანი საგზაო მატარებელი გაქაჩა

24 სექტემბერი. 
„ლენდ როვერმა“ თავისი ახალი „დისქავერის“ საბუქსირე შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ, ორიგინალური ხერხი გამოიყენა - უგზოობის მოდელს 100 მეტრის სიგრძის საგზაო მატარებელი ჩაუბა. ექსპერიმენტი ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე ჩატარდა და ავტომობილმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ღირსეულად გაართვა.

„იაგუარ E-ტაიპ ზერო“ - მსოფლიოში უმშვენიერესი ელექტრომობილი

19 სექტემბერი.
„იაგუარ ლენდ როვერმა“ კლასიკური „E-ტაიპის“ ბაზაზე, მისი ელექტრული ვერსია შეიმუშავა, რომელიც ლონდონში, „იაგუარ ლენდ როვერის“ ტექნიკის ფესტივალზე გამოფინა. ელექტრომობილის სახელია „იაგუარ E-ტაიპ ზერო“.

„ლენდ როვერის“ საბავშვო ეტლი

18 სექტემბერი.
„ლენდ როვერმა“ და საოჯახო, მეტად წარმატებულმა ფირმა „აიქენდიმ“ ერთობლივად შეიმუშავეს სპეცალური გამოშვების, ყველგანმავალი საბავშვო ეტლი იმ მშობლებისთვის, ვისაც ხშირი მოგზაურობა და ბუნებაში დასვენება იზიდავს. საბავშვო ეტლის, „აიქენდი პიჩ ალ-ტერეინის“ პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართა, სადაც მასპინძელი, რა თქმა უნდა, ბრიტანული კომპანიის პავილიონი იყო.

„იაგუარმა“ „I-პეისი“ ახალი სარბოლო სერიისთვის მოამზადა

17 სექტემბერი.
„იაგუარ ლენდ როვერმა“ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციასთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა ახალ სარბოლო სერიას, რომელშიც მხოლოდ „იაგუარ I-პეისის“ სარბოლო ვერსიები იასპარეზებს და რომელიც ფორმულა E-ს თანმდევი სერია გახდება. მას „იაგუარ I-პეის eტროფი“ ეწოდა და 2018 წლის ბოლოს აიღებს სტარტს. ასევე ეწოდება ავტომობილს, რომელიც ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

„დისქავერი SVX“ - უგზოობის ჩემპიონი ფრანკფურტში

15 სექტემბერი.
„ლენდ როვერმა“ პოპულარულ მოდელ „დისქავერის“ ვერსია SVX შეიმუშავა, რომელიც ოფ-როუდის ენთუზიასტებისთვის არის გამიზნული და შესაბამისად, მისი შემუშავებისას, აქცენტი ცუდ გზებზე მოძრაობისას შესაძლებლობების გაზრდაზე გაკეთდა. ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართა.

„ლენდ როვერ დისქავერიმ“ კონსიუმერ რეპორტსის ქება დაიმსახურა

8 სექტემბერი.
„ლენდ როვერის“ მოდელი „დისქავერი“ მომხმარებელთა შორის ყოველთვის გამოირჩეოდა პოპულარობით, რასაც უპირატესად მისი ყველგანმავლის თვისებები განაპირობებდა. ახალი „დისქავერი“ წინამორბედების ტრადიციებს აგრძელებს და მეტიც, მყიდველს უფრო მეტ შესაძლებლობებს და კომფორტს სთავაზობს.

„იაგუარის“ მომავლის ხედვა

7 სექტემბერი.

„იაგუარ ფიუჩა-ტაიპ“ არის კონცეპტუალური ავტონომიური ავტომობილი, რომელიც წარმოადგენს კომპანიის ხედვას იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის სატრანსპორტო საშუალება. ის უზრუნველყოფილია როგორც ავტონომიური, ასევე კავშირის ტექნოლოგიებით და ელექტრული ძალური დანადგარით.

„დისქავერი სპორტი“ ძაღლების მარხილის წინააღმდეგ

27 აგვისტო.

„ლენდ როვერს“ ერთგვარი ტრადიცია აქვს - თავის ახალ ავტომობილებს სხვადასხვა სირთულის გამოცდებს უწყობს, რითაც მათი შესაძლებლობების დემონსტრირებას გვთავაზობს. ახლახანს ბრიტანულმა კომპანიამ „დისქავერი სპორტისთვისაც“ მოიფიქრა ტრიუკი. ეს ავტომობილი თოვლიან გზაზე, ძაღლების მარხილს შეაჯიბრა.

„ლენდ როვერი“ უფრო მეტი მოდელის გამოშვებას აპირებს

23 აგვისტო.
„ლენდ როვერის“ დიზაინის დირექტორი ჯერი მაკგოვერნი ამბობს, რომ მისი კომპანია მყიდველს არაერთ ახალ მოდელს უმზადებს. მათ შორის არ იქნება შვიდადგილიანი „რეინჯ როვერი“, მაგრამ გაიზრდება „დისქავერის“ ოჯახი. ის ოჯახს უწოდებს ჯგუფს, რომელშიც ორი ან მეტი მოდელი შედის.

„ლენდ როვერი“ შვიდადგილიან „რეინჯს“ არ გამოუშვებს

20 აგვისტო.

როდესაც „ბენტლიმ“ თავისი პირველი ქროსოვერი „ბენტაიგა“ გამოუშვა, გავრცელდა მოსაზრება, რომ ამის პასუხად, „ლენდ როვერი“ შესაფერისი მოდელის წარმოებას დაიწყებდა. ასეთი უნდა ყოფილიყო „რეინჯ როვერის“ შვიდადგილიანი ვარიანტი. მაგრამ „ლენდ როვერის“ დიზაინის შეფმა ჯერი მაკგოვერნმა სწრაფადვე უარყო მოვლენათა მსგავსი განვითარება.

„იაგუარ I-პეისი“ 2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვან კონცეპტად დასახელდა

14 აგვისტო.
კონკურს „ჩრდილოეთ ამერიკის კონცეპტუალური ავტომობილის“ ჟიურიმ, 2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვან კონცეპტუალურ ავტომობილად „იაგუარ I-პეისი“ დაასახელა. კონკურსის მთავარი ჯილდოს გარდა, ბრიტანული კომპანიის ელექტრულ სპორტულ SUV-ს, წლის საუკეთესო წინასერიული კონცეპტის ჯილდოც ერგო.

„იაგუარ ლენდ როვერი“ ტყავზე უარს ამბობს

12 აგვისტო.

როდესაც ლუქს კლასის ავტომობილის სალონს ათვალიერებთ, არ გიკვირთ, რომ იქაურობა მაღალი კლასის ტყავითაა გაწყობილი. მაგრამ მალე ეს შეიცვლება და ამ მიმართულებით „იაგუარ ლენდ როვერმა“ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა.

„ლენდ როვერის“ თავგადასავლები იუტასა და ნაბიმიაში

2 აგვისტო.

„ლენდ როვერმა“ ორი სათავგადასავლო მარშრუტი გახსნა, რომლებშიც რა თქმა უნდა, მთავარ როლს მისი პოპულარული მოდელი „დისქავერი“ შეასრულებს.

„იაგუარ ლენდ როვერმა“ ჩინეთში ძრავების ქარხანა გახსნა

24 ივლისი.

„იაგუარ ლენდ როვერმა“ ჩინეთში, იქაურ პარტნიორ „ჩერი ავტომობილთან“ ერთად, ძრავების მწარმოებელი ქარხანა გახსნა. მასში სერია ინჯენიუმის 2.0-ლიტრიან ოთხცილინდრიან ბენზინის ძრავებს გამოუშვებენ, რომლებსაც „ჩერი“ და მისი ბრიტანელი პარტნიორი, თავიანთი ერთობლივი მოდელებისთვის გამოიყენებენ.

„იაგუარ E-პეისი“ - ახალი კომპაქტური სპორტული უგზოობის ავტომობილი

22 ივნისი.

„იაგუარმა“ გამოაცხადა, რომ მალე ბაზარზე უახლეს ავტომობილს, უგზოობის კომპაქტურ „E-პეისს“ წარადგენს. ამგვარად, „პეის“ ოჯახში შემავალი მოდელების რაოდენობა სამამდე გაიზრდება. მასში უკვე შედის „F-პეისი“, რომლის წყალობითაც ბრიტანული ბრენდის გაყიდვები 83 პროცენტით გაიზარდა.

უიმბლდონის ჩემპიონმა ახალი „იაგუარ XF სპორტბრეიკი“ მოგვაწოდა

17 ივნისი.

„იაგუარის“ უახლესი ავტომობილი, „XF სპორტბრეიკი“ უიმბლდონის ცენტრალურ კორტრზე, ყველაზე გამორჩეული საჩოგბურთო ტურნირის ორგზის ჩემპიონმა, ბრიტანელმა ენდი მარიმ წარმოადგინა. „იაგუარი“ უიმბლდონის ტურნირის ოფიციალური პარტნიორია, მარი კი „იაგუარის“ სახეა და მის საიმიჯო რეკლამებში ხშირად მონაწილეობს.

„იაგუარს“ ქალთა წლის ავტომობილის ჯილდო გადაეცა

14 ივნისი.

ქალთა წლის ავტომობილად „იაგუარ F-პეისი“ შარშან დაასახელეს, მოპოვებული ჯილდო კი კომპანიას ახლახანს, საკუთარ ქოვენთრის ქარხანაში გადაეცა. ჟიურიმ მთავარი პრიზი თვით „იაგუარ ლენდ როვერის“ შეფს, დოქტორ რალფ სპეტს გადასცა. ცერემონიას ასევე „იაგუარის“ დიზაინის შეფი იან კალუმი ესწრებოდა.