Wednesday, November 22, 2017

„ლენდ როვერმა“ ახალი „დიფენდერის“ დიზაინზე მუშაობა დაასრულა

19 ოქტომბერი.
„ლენდ როვერმა“ თავის პოპულარულ მოდელ „დიფენდერის“ წარმოება წელიწადნახევრის წინ შეწყვიტა. ამ დროის განმავლობაში, ის ინტენსიურად მუშაობს ახალი თაობის „დიფენდერზე“. და როგორც კომპანიის დიზაინის დირექტორი ჯერი მაკგოვერნი გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, დიზაინზე მუშაობა უკვე დასრულდა.

მისივე თქმით, ახალ „დიფენდერს“ სამი ძირითადი თვისება ექნება: გამორჩეული დიზაინი, გამძლეობა და სრულყოფილი კონსტრუქცია. ამ ეტაპზე, კომპანია ახალი ავტომობილის გარეგნობას მალავს, თუმცა ადრე გამოქვეყნებული ტიზერის მიხედვით შეიძლება თქმა, რომ „დიფენდერს“ ბრტყელი სახურავი და კუთხოვანი წინა ნაწილი უნდა ჰქონდეს.
მაკგოვერნი ასევე დასძენს, რომ ახალ „დიფენდერს“ არ აქვს რეტრო სტილის გარეგნობა. ის არის მოდერნისტული ავტომობილი, რომელიც „უცქერს მომავალს და არა წარსულს“. ავტომობილი ახალ პლატფორმაზე აიგება და ბენზინის და დიზელის ოთხცილინდრიანი ძრავებით აღიჭურვება.
შეგახსენებთ, რომ „დიფენდერის“ ბაზაზე, „ლენდ როვერი“ ავტომობილების ახალ ოჯახს ქმნის, რომელშიც სამ-ოთხი მოდელი შევა. ამასთან, საკუთრივ „დიფენდერი“ განსხვავებული ძარებით დამზადდება. მათ შორის იქნება ორ და ოთხკარიანი ვერსიები, ასევე შვიდადგილიანი ვარიანტი.

ახალი „დიფენდერის“ პრემიერა 2019 წელს არის მოსალოდნელი.

No comments:

Post a Comment