Wednesday, November 22, 2017

„იაგუარ რეისინგის“ ფორმულა E-ს პილოტი ნელსონ პიკე გახდა

24 სექტემბერი.
„იაგუარ რეისინგმა“ ფორმულა E-ს მომავალი სეზონისთვის კონტრაქტი ნელსონ პიკე უმცროსთან გააფორმა. ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ნელსონ პიკეს შვილი და ფ1-ის ყოფილი პილოტი, რომელსაც ხშირად ნელსინიოდ მოიხსენიებენ, ფორმულა E-ს პირველი ჩემპიონია (2015 წელს).

გარდა ამისა, ფორმულა 1-ში მეორე ადგილი აქვს დაკავებული გერმანიის 2008 წლის დიდ პრიზზე, გახდა ბრიტანეთის ფორმულა 3-ის ჩემპიონი (2004 წელს) და ასევე ნასქარ-ის რამდნმე რბოლა აქვს მოგებული. ელექტრუნული ფორმულების სერიის პირველ ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ, ნელსინიო იმავე გუნდ NEXTEV-ში გამოდიოდა, რომელთან ერთადაც პირველი სეზონი მოიგო. თუმცა მომავალი სეზონიდან „იაგუარის“ გუნდის წევრი იქნება.

პიკესთან ერთად, „იაგუარის“ გუნდში ახალზელანდიელი მიჩ ევანსიც იასპარეზებს, რომელსაც GP3-ის სერია აქვს მოგებული (2012 წელს) და ამ სეზონში ფორმულა E-ს საუკეთესო ახალბედა გახდა. „იაგუარის“ გუნდში ის მუდმივად სჯობდა თანაგუნდელ ადამ ქეროლს, რომელსაც პიკე შეცვლის.

No comments:

Post a Comment