Wednesday, November 22, 2017

„ლენდ როვერი“ უფრო მეტი მოდელის გამოშვებას აპირებს

23 აგვისტო.
„ლენდ როვერის“ დიზაინის დირექტორი ჯერი მაკგოვერნი ამბობს, რომ მისი კომპანია მყიდველს არაერთ ახალ მოდელს უმზადებს. მათ შორის არ იქნება შვიდადგილიანი „რეინჯ როვერი“, მაგრამ გაიზრდება „დისქავერის“ ოჯახი. ის ოჯახს უწოდებს ჯგუფს, რომელშიც ორი ან მეტი მოდელი შედის.

„ჩემთვის ოჯახია, როცა მასში ორი მოდელი ან მეტი შედის. „დისქავერის“ სახელით უკვე ორს ვაწარმოებთ. არის იმის შესალებლობა, რომ მეტი გამოვუშვათ და ეს ჩვენთვის გამოწვევაა“, - გამოცემა „ავტო ნიუს იუროპთან“ საუბრისას ამბობს მაკგოვერნი. თუმცა იქვე დასძენს, რომ ჯერ კარგად დაფიქრება, პრიორიტეტების და ინვესტირების მოცულობის განსაზღვრა საჭირო იმისათვის, რომ სამოდელო გამის გაფართოება გადაწყდეს.
რა თქმა უნდა, ის არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს „დსქავერის“ ოჯახის მესამე წევრი. ადრინდელი გეგმით, „ლენდ როვერი“ სამი სამოდელო ოჯახის შექმნას და თითოში ოთხი მოდელის გაერთიანებას აპირებდა. „რეინჯ როვერთან“ დაკავშირებით, ეს გეგმა განხორციელდა, როცა ბრიტანულმა კომპანიამ „რეინჯ როვერ ველარი“ გამოუშვა. „დისქავერის“ ოჯახში კი ჯერჯერობით ორი წევრია და ჯერ საერთოდ არ დაწყებულა „დიფენდერის“ ოჯახის წევრების წარმოება.

სხვა ინტერვიუში მკგოვერნს ნათქვამი აქვს, რომ კარგი იქნება, თუ მისი კომპანია აქცენტს ქროსოვერებზე გააკეთებს, რომლებიც ცუდ გზებზე სამოძრაოდ ნაკლებად ორიენტირებულებია. მაგალითად, როგორებიცაა „რეინჯ როვერ ევოუკი“ და „დისქავერი სპორტი“. თავიანთი შედარებით დაბალი ფასის გამო, ეს ორი ავტომობილი, „ლენდ როვერის“ გამაში ყველაზე გაყიდვადია.

No comments:

Post a Comment