Saturday, March 13, 2021

ახალი „დეფენდერი“ 2021 წელს ქალთა რჩეული გახდა

2021 წლის ქალთა წლის ავტომობილის (WWCOTY) სტატუსი „ლენდ როვერის“ ახალ „დეფენდერს“ მიენიჭა. კონკურსის ჟიურიში მსოფლიოს 38 ქვეყნის 50 ქალი საავტომობილო ჟურნალისტი შედიოდა.

„ლეგენდა განახლდა. ლენდ როვერ დეფენდერი აღარაა მხოლოდ ისეთი ავტომობილი, რომლითაც ამაზონს გადალახავ, ან უდაბნოში გაემგზავრები. მისი ახალი ვერსია ისეთივე კომფორტით გამგზავრებთ, როგორც ლუქს სედანი. ამისათვის, ასევე მისი ტექნოლოგიებისა და კომფორტისთვის, ის კონკურს ქალთა მსოფლიოს წლის ავტომობილის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა“, - ნათქვამია კონკურსის აღმასრულებელი პრეზიდენტის, მარტა გარსიას განცხადებაში.

კონკურსში „დეფენდერმა“ სხვადასხვა კლასის რვა ახალი ავტომობილი დაამარცხა. მათ შორისაა საუკეთესო საქალაქო ავტომობილად დასახელებული „პეჟო 208“, საუკეთესო საოჯახო ავტომობილის წოდების მფლობელი „შკოდა ოქტავია“, საუკეთესო ლუქს ავტომობილი „ლექსუს LC500 კაბრიო“, საუკეთესო სპორტული ავტომობილი „ფერარი F8 სპაიდერი“, საუკეთესო საქალაქო ყველგანმავალი „პეჟო 2008“, საუკეთესო დიდი ყველგანმავალი „კია სორენტო“, საუკეთესო პიკაპი „ფორდ F-150“ და საუკეთესო ელექტრომობილი „ჰონდა e“.

ახალი „დეფენდერი“ სუფთა ფურცლიდან არის შექმნილი. ის ბაზარზე 2019 წელს გამოვიდა და ორი ტიპის ძარით არის ხელმისაწვდომი - ორკარიანი 90 და ოთხკარიანი 110.

No comments:

Post a Comment