Wednesday, November 22, 2017

„იაგუარ ლენდ როვერი“ ავტომობილების ახალ ოჯახს შექმნის

24 სექტემბერი.
„იაგუარ ლენდ როვერი“ ავტომობილების სრულიად ახალი ოჯახის, „როუდ როვერის“ შექმნას აპირებს, რომელიც ბაზარზე 2020 წლისთვის გამოვა. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, ახალი ბრენდი პირველად ელექტრომობილს გამოუშვებს, რომელსაც ნებისმიერი ტიპის გზაზე მოძრაობის უნარი და ლუქსის კლასის ინტერიერი ექნება.

ელექტრო ძრავების მეშვეობით, ახალ ავტომობილს კარგი დინამიკური მახასიათებლებიც ექნება და კარგი მართვადობითაც გამორჩეული. კერძოდ, ადგილიდან ასამდე აჩქარებას 5 წამზე ნაკლებში შეძლებს. სვლის სიშორე კი დაახლოებით 300 მილს (482 კილომეტრს) მიაღწევს.
„როუდ როვერის“ წარდგენა ლოს ანჯელესის 2019 წლის ავტო შოუზე გაიმართება, მისი პირველი ავტომობილი კი ბაზარზე 2020 წლის დასაწყიში გამოვა. შემდგომ წლებში მას კიდევ რამდენიმე ახალი მოდელი მოჰყვება, რომლებშიც ასევე მაღალი კლასის კომფორტულობა და ცუდ გზებზე გადაადგილების უნარი იქნება შეხამებული.

ცნობისათვის, სახელი „როუდ როვერი“ ახალი არაა. ბრიტანულმა კომპანიამ ის 1950-იან წლებში გამოიყენა ექსპერიმენტული მოდელისთვის, რომელსაც „როვერის“ სედანებსა და „ლენდ როვერის“ უგზოობის მოდელებს შორის არსებული ნიშა უნდა შეევსო.

No comments:

Post a Comment