Wednesday, November 22, 2017

„ლენდ როვერი“ შვიდადგილიან „რეინჯს“ არ გამოუშვებს

20 აგვისტო.

როდესაც „ბენტლიმ“ თავისი პირველი ქროსოვერი „ბენტაიგა“ გამოუშვა, გავრცელდა მოსაზრება, რომ ამის პასუხად, „ლენდ როვერი“ შესაფერისი მოდელის წარმოებას დაიწყებდა. ასეთი უნდა ყოფილიყო „რეინჯ როვერის“ შვიდადგილიანი ვარიანტი. მაგრამ „ლენდ როვერის“ დიზაინის შეფმა ჯერი მაკგოვერნმა სწრაფადვე უარყო მოვლენათა მსგავსი განვითარება.

გამოცემა „ქარედვაისთან“ საუბრისას, მაკგოვერნმა განაცხადა: „ჩვენთვის ოპტიმალური შვიდადგილიანი მოდელი არის „დისქავერი“, რომელიც მდიდრულობის მიხედვით, შეიძლება „რეინჯ როვერს“ უტოლდება კიდეც, ან მისგან არც ისე შორსაა. თუმცა საერთო ჯამში, „დისქავერის“ დამახასიათებელი თვისება, მისი უნივერსალურობაა, როცა „რეინჯ როვერის“ მთავარი ღირსება სრულყოფილებაა“.
ამასთან, მაკგოვერნი ამბობს, რომ მისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა ორკარიანი „რეინჯი“, როგორიც ორიგინალური მოდელი იყო. „ჩემი აზრით, ამ მიმართულებით კარგი გამოწვევა იქნებოდა უნიკალური პროდუქტების შექმნა, რომლებიც ტრადიციულ სეგმენტებში არ ჩაჯდება“, - ამბობს ბრიტანული კომპანიის მთავარი დიზაინერი.
ის დასძენს, რომ ახალი მეტოქეებისგან გამკაცრებული კონკურენციის გამო, მის კომპანიას პროდუქციის მრავალფეროვნებაზე ზრუნვა უწევს. თუმცა ის არ აკონკრეტებს, მომავალში როგორ შეიძლება ეს გამოიხატოს. ის ამბობს, რომ „ლენდ როვერმი“ უნდა მიეჩვიოს ბაზრის მოთხოვნებზე სწრაფად რეაგირებას, უნდა იყოს მოქნილი და უფრო შორს გაიხედოს, როცა საქმე სიახლეების დანერგვას ეხება.
შეგახსენებთ, რომ „ლენდ როვერმა“ ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი სამოდელო გამა, რომელიც თუ ადრე მხოლოდ სამ მოდელს ითვლიდა, მალე ეს მოდელები სამ ქვე ოჯახად ჩამოყალიბდებიან. ამჟამად კომპანიის პროგრამა ორი ქვე ოჯახის (რეინჯ როვერის და დსქავერის) ექვს მოდელს (რეინჯ როვერი, რეინჯ როვერ სპორტი, რეინჯ როვერ ველარი, რეინჯ როვერ ევოუკი, ასევე დისქავერი და დისქავერი სპორტი) აერთიანებს. მალე მათ ახალი „დიფენდერი“ და მისი ოჯახი დაემატება.
მაკგოვერნი ამბობს, რომ მისი კომპანიის გაძლიერება პირველ რიგში, „ევოუკმა“ განაპირობა, რომელიც დებიუტისთანვე ჰიტი გახდა და ახლაც, მოდლის დაძველების მიუხედავად, ის წლიურად 100 000-ზე მეტი იყიდება.

No comments:

Post a Comment