Wednesday, November 22, 2017

„იაგუარი“ და ოლიმპიური მოთხილამურე გინესის წიგნში

11 ოქტომბერი.
რეკორდულ გარბენში მონაწილეობა ბრიტანელმა ყოფილმა მოთხილამურე გრემ ბელმა და „იაგუარ XF სპორტბრეიკმა“ მიიღეს. მანქან გამწევი ბუქსირის როლში იყო, ბელი კი ჩვეულ ამპლუაში. ოღონდ, მის გადაადგილებას ავტომობილი უზრუნველყოფდა, რომელთანაც თოკით იყო გამობმული. ავტომობილის მეშვეობით, ბელმა ბუქსირებული თხილამურებით, მსოფლიოში უდიდესი სიჩქარე განავითარა.

უჩვეულო ტანდემმა, რეკორდული ცდა „იაგუარ ლენდ როვერის“ შვედეთის ზამთრის სატესტო ცენტრში, არიეპლოგში შეასრულა. ავტომობილის მეშვეობით, ბელმა 189.07 კმ/სთ სიჩქარე განავითარა და ძველი რეკორდი 76 კმ/სთ-ზე მეტით გააუმჯობესა.
გამოწვევა ურთულესი იყო. გარბენი ის -28C ყინვაში ჩატარდა. ბელს და მის კომპანიონ სპორტულ უნივერსალს, რეკორდის დასამყარებლად, 112.65 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე უნდა აეკრიფათ, რაც მოყინულ გზაზე ურთულესი საქმე იყო. რეკორდული გარბენის შესრულებისას, თავისი სრულ ამძრავიანი სისტემის მეშვეობით, ავტომობილმა ურთულეს საგზაო პირობებში თავდაჯერებით გადაადგილების უნარი გამოავლინა. ამაში მას ასევე გზის საფართან ადაპტირების და ყველანაირ საფარზე პოროგრესული კონტროლის სისტემები დაეხმარა, რომლებიც მძღოლს ავტომობილის ნებისმიერ პირობებში კონტროლის საშუალებას აძლევს.
ავტომობილი 3.0-ლიტრიანი V6 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც მექანიკური დამჭირხნის მეშვეობით, 380 ცხენის ძალას ავითარებს. ეს კი საკმრისი ძალაა იმისათვის, რომ „XF სპორტბრეიკმა“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 5.3 წამში აკრიფოს. ეს ყველაფერი საკმრისი გამოდგა იმისათვის, რომ ავტომობილს და მასთან ერთად მოთხილამურესაც, რეკორდის დასამყარებლად საჭირო სიჩქარე და გაცილებით მეტიც განევითარებინათ.

No comments:

Post a Comment