28 ოქტომბერი.
უკვე რამდენიმე წელია, „ლენდ როვერი“ აღმავლობის
გზას ადგას. კომპანია წლიდან წლამდე ზრდის გაყიდვებს და საქმეს ისეთი პირი უჩანს,
მომავალშიც ასე იქნება. ეს ტრენდ კი ბაზარზე „რეინჯ როვერ ევოუკის“ გამოშვებით
დაიწყო, რომელიც 2011 წლიდან მოყოლებული, უკვე 600 ათასზე მეტი არის გაყიდული.
ახლახანს კი „ევოუკს“ მასზე ოდნავ დიდი „ლენდ როვერ დისქავერი სპორტი“ შემოუერთდა.
კომპანიის გამაში ორივე ყველაზე გაყიდვადი მოდელია.
მომავალი სამოდელო წლისთვის განკუთვნილი ამავე
აგრეგატის სიმძლავრე 286 ცხენის ძალას, მაქსიმალური მომენტი კი 400 ნიუტონმეტრს
მიაღწევს. ამგვარად, ის „ევოუკის“ და „დისქავერი სპორტის“ ძრავების გამაში ყველაზე
მძლავრი აგრეგატი გახდება.
გაძლიერებული ძრავის გარდა, „ევოუკი“ ასევე
აღიჭურვება ახალი დინამიკური ბამპერით, რომელიც უფრო მძლავრი მოდელების სტანდარტულ
ეკიპირებაშია. მის ბაზაზე, მყიდველს სამ მოდიფიკაციას - „HSE დაინემიკს“,
„ავტობაიოგრაფის“ და „ლენდმარკ ედიშენს“ შესთავაზებენ. უფრო მძლავრი „დისქავერი
სპორტისთვის“ კი სტილისტური ცვლილებებია გათვალისწინებული.
No comments:
Post a Comment