22 ივნისი.
„იაგუარმა“ გამოაცხადა, რომ მალე ბაზარზე უახლეს
ავტომობილს, უგზოობის კომპაქტურ „E-პეისს“ წარადგენს. ამგვარად, „პეის“ ოჯახში
შემავალი მოდელების რაოდენობა სამამდე გაიზრდება. მასში უკვე შედის „F-პეისი“,
რომლის წყალობითაც ბრიტანული ბრენდის გაყიდვები 83 პროცენტით გაიზარდა.
ახალი ავტომობილი აღიჭურვება სერია ინჯენიუმის
ბენზინის და დიზელის ძრავებით და სრულ ამძრავიანი ტრანსმისიით. მის ეკიპირებაში,
კავშირის და უსაფრთხოების უახლესი სისტემები შევა. ამ ეტაპზე, „იაგუარი“ თავისი
სიახლის შესახებ მხოლოდ მწირი ინფორმაციის და ფოტო ტიზერების გავრცელებით
შემოიფარგლა.
No comments:
Post a Comment