11 ნოემბერი.
ავტომობილებს კედლებზე სასიარულოდ არავინ ამზადებს.
მათ ეს არც შეუძლიათ და ეს საჭირო არცაა. თუმცა „იაგუარმა“ გამონაკლისი დაუშვა -
თავისი პოპულარული სპორტქარი „F-ტაიპი“ თავისი ქესტლ ბრომვიჩის ქარხნის კედელზე
დააყენა. ეს აქცია, ბრიტანელი ჯარისკაცების პატივისცემის და ხსოვნის ნიშნად
ჩატარდა.
სხვათა შორის, ეს ის ქარხანა, სადაც 1938-1945
წლებში, ლეგენდარული სამხედრო გამანადგურებელი, „სპიტფაიერი“ მზადდებოდა.
ორკარიანი ავტომობილი ყაყაჩოებით გაფორმდა, რაც ხსოვნის სიმბოლოს წარმოადგენს.
ყაყაჩოების გარდა, ავტომობილს პირველი მსოფლიო ომის მონაწილის, კანედილი ოფიცრის,
ფიზიკოსის და პოეტის, ჯონ მაკრის პოემა „ფლანდრიის ველზე“ სიტყვებიც ამშვენებს.
„იაგუარ ლენდ როვერმა“ 2013 წლის შემდეგ, თავის
საწარმოებში ორივე სქესის 750 ყოფილი ჯარისკაცი დაასაქმა. 18 მათგანი სხვადასხვა
სამხედრო ოპერაციებში დაჭრილი ჯარისკაცია და ისინი უშუალოდ ბრიტანული კომპანიის
საწარმოებში მუშაობენ, კიდევ 11 კი მიმწოდებელ კომპანიებშია დასაქმებული.
კიდევ ერთი, ანალოგიურად გაფორმებული „F-ტაიპი“,
ბრიტანთის ირგვლივ ათდღიან ტურში გაემგზავრა. ამ ტურის დროს, მან უსაფრთხოების
ავტომობილის როლი შეასრულა ხსოვნის რბოლაში.
No comments:
Post a Comment