17 სექტემბერი.
„იაგუარ ლენდ როვერმა“ საერთაშორისო საავტომობილო
ფედერაციასთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა ახალ სარბოლო სერიას, რომელშიც მხოლოდ
„იაგუარ I-პეისის“ სარბოლო ვერსიები იასპარეზებს და რომელიც
ფორმულა E-ს თანმდევი სერია გახდება. მას „იაგუარ I-პეის
eტროფი“
ეწოდა და 2018 წლის ბოლოს აიღებს სტარტს. ასევე ეწოდება ავტომობილს, რომელიც
ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
რაც მთავარია, ახალი სერია მარკეტინგულად მხარს
დაუჭერს ბრიტანული კომპანიის უახლეს ელექტრომობილ „I-პეისს“,
რომელიც ბაზარზე ასევე 2018 წლის ბოლოს გამოვა. ეს არის ხუთადგილიანი სპორტული
ქროსოვერი, რომლის ეკიპირებაშიც არაერთი ტექნოლოგიური სიახლეა გამოყენებული.
„იაგუარ I-პეის eტროფის“ ჩემპიონატი 10 ეტაპისგან
შედგება, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე დიდ მეგაპოლისებში გაიმართება. მათ შორის, ჰონ
კონგში, პარიზში, სან პაულუში და ნუ იორკში. ეს ის ქალაქებია, რომელთა ქუჩებშიც
ფორმულა E-ს რბოლები უკვე ტარდება.
„იაგუარ ლენდ როვერი“ გვპირდება, რომ 2020 წლიდან
მისი ყველა ახალი მოდელი, სხვადასხვა ხარისხით ელექტრიფიცირებული იქნება. ისინი
ჰიბრიდული და სრულად ელექტრული ძალური დანადგარებით აღიჭურვება. იმავდროულად,
ბრიტანეთის მთავრობა 2040 წლიდან შიდაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვების
სრულად აკრძალვას გეგმავს.
სარბოლო
ელექტრომობილებს „იაგუარ ლენდ როვერის“ სპეციალური ავტომობილების ოპერაციების შტო
(SVO) დაამზადებს. „იაგუარი“ რბოლებს 2016 წელს დაუბრუნდა დევიზით „რბოლა
ინოვაციისკენ“. მაშინ კომპანია ელექტრონულ ფორმულა E-ს ჩემპიონატში ჩაერთო.
კომპანია აცხადებს, რომ სარბოლო „იაგუარ I-პეის eტროფის“ სპეციფიკაციებს და ფასებს
მომავალ წელს გაგვაცნობს.
No comments:
Post a Comment