18 სექტემბერი.
„ლენდ როვერმა“ და საოჯახო, მეტად წარმატებულმა
ფირმა „აიქენდიმ“ ერთობლივად შეიმუშავეს სპეცალური გამოშვების, ყველგანმავალი
საბავშვო ეტლი იმ მშობლებისთვის, ვისაც ხშირი მოგზაურობა და ბუნებაში დასვენება
იზიდავს. საბავშვო ეტლის, „აიქენდი პიჩ ალ-ტერეინის“ პრემიერა ფრანკფურტის მოტორ
შოუზე გაიმართა, სადაც მასპინძელი, რა თქმა უნდა, ბრიტანული კომპანიის პავილიონი
იყო.
რა თქმა უნდა, საბავშვო ეტლს არ აქვს ძრავი და მას
ისევ მიწოლით თუ გააგორებთ, მაგრამ სხვა ეტლებზე ბევრად კომფორტული და
მოსახერხებელია. მისი დაყენება რამდენიმე პოზიციაში შეიძლება. აქვს საჩრდილობელი,
დამცავი ღვედი, მცირე ბარგის სეგმენტი და სხვა ელემენტები, რომლებიც მისთვის „ლენდ
როვერის“ სპეციალისტებმა შეიმუშავეს.
ეს პირველი საბავშვო ეტლია, რომელიც საავტომობილო
შოუზე გამოიფინა. ფრანკფურტიდან „აიქენდი პიჩ ალ-ტერეინმა“ კიოლნში, ბავშვების და
ახალგაზრდობის ბაზრობაზე გადაინაცვლა.
საბავშვო ეტლი „იაგუარ ლენდ როვერი“ და „აიქენდი“
თავიანთ ქსელში და ონლაინ მაღაზიებში, გაზაფხულიდან გაყიდიან. ეტლის სავარაუდო
ფასი 1 500 გირვანქა სტერლინგია.
No comments:
Post a Comment