Wednesday, November 22, 2017

სამცილინდრიანი ძრავები „ლენდ როვერებისთვის“

9 ოქტომბერი.
მალე „ლენდ როვერის“ ავტომობილების აღჭურვილობაში, სამცილინდრიანი ძრავებიც შევა. ოღონდ, ასეთი ძრავები ჰიბრიდული დანადგარების ნაწილი იქნება, რომელსაც პირველად შემდეგი თაობის „რეინჯ როვერ ევოუკის“ ჰიბრიდულ ვერსიაზე დააყენებენ.
ჰიბრიდული სისტემის შემადგენლობაში შევა ბენზინის 1.5-ლიტრიანი აგრეგატი, ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი, ელექტრო ძრავი და 48-ვოლტიანი სისტემა. ასეთი ავტომობილი მხოლოდ ელექტრული ენერგიით დიდი მანძილის გავლას შეძლებს. ჯერჯერობით ჰიბრიდული დანადგარის ტექნიკური სპეციფიკაციები დაზუსტებული არ არის.
წინასწარი ინფორმაციით, ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი „რეინჯ როვერ ევოუკი“ ბაზარზე 2019 წელს გამოვა. უფრო მეტიც, ბრიტანული კომპანია გვპირდება, რომ „იაგუარ ლენდ როვერის“ აბსოლუტურად ყველა მოდელს, 2020 წლისთვის ჰიბრიდული ვერსია გამოუჩნდება.
მალე ბაზარზე გამოვა „რეინჯ როვერის“ და „რეინჯ როვერ სპორტის“ ჰიბრიდული ვერსიები, რომელთა აგრეგატშიც, სერია ინჯენიუმის ბენზინის 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატები შევა. ამჟამად „რეინჯ როვერს“ აქვს ჰიბრიდული ვერსია, ოღონდ მის ჰიბრიდულ სისტემაში დიზელის აგრეგატი შედის.

No comments:

Post a Comment