Wednesday, November 22, 2017

„ლენდ როვერის“ თავგადასავლები იუტასა და ნაბიმიაში

2 აგვისტო.

„ლენდ როვერმა“ ორი სათავგადასავლო მარშრუტი გახსნა, რომლებშიც რა თქმა უნდა, მთავარ როლს მისი პოპულარული მოდელი „დისქავერი“ შეასრულებს.

ნამიბიაში დაგეგმილი თავგადასავალი რვადღიანი იქნება და მისი მარშრუტი, სამხრეთ აფრიკის ამ ქვეყნის ყველაზე მშვენიერ ადგილებზე გაივლის. კერძოდ, გასავლელია ეტოშას ეროვნული პარკის ტერიტორია და ის ადგილები, სადაც ნაბიმიური თეთრი ქვიშის უდაბნო, ატლანტიკის ოკეანის სამხრეთ სანაპიროს ერთვის.
ნამიბიური თავგადასავალი სტარტს მომავალი წლის 1 მაისს აიღებს. ერთი მონაწილისთვის მისი ფასი 5 945 ევროა (დაახლოებით 6 943 დოლარი). ამაში შედის ავტომობილის მართვა, დაბინავება, კვება და ტრანსფერი აეროპორტში.

იუტას თავგადასავალი ხუთდღიანია და ის მონაწილეებს კიდევ უფრო რთულ მოგზაურობას სთავაზობს. ამ შემთხვევაში, მონაწილეებს მოაბის წითელკლდოვანი კლდოვანი ლანდშაფტის, არჩის ეროვნული პარკის და კანიონების გავლა მოუწევთ. გარდა ამისა, საშუალება ექნებათ, გაიარონ შვიდმილიანი რგოლის, შხამიანი ობობას მესას და დაწყევლილი გზის სახელით ცნობილი მონაკვეთები მოაბში. ეს მოგზაურობა წელს, 21 ოქტომბერს დაიწყება და მისი ფასი 5 250 დოლარია. ამ ფასში შედის ავტომობილის მართვა, მიღება-დაბინავება, კვება და აეროპორტში ტრანსფერი.

No comments:

Post a Comment