14 აგვისტო.
კონკურს „ჩრდილოეთ ამერიკის კონცეპტუალური
ავტომობილის“ ჟიურიმ, 2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვან კონცეპტუალურ ავტომობილად
„იაგუარ I-პეისი“ დაასახელა. კონკურსის მთავარი ჯილდოს გარდა, ბრიტანული კომპანიის
ელექტრულ სპორტულ SUV-ს, წლის საუკეთესო წინასერიული კონცეპტის ჯილდოც ერგო.
კონკურსზე, რომელიც ამერიკის ელეგანტურობის
ფესტივალის ფარგლებში ტარდება, იმ კონცეპტუალურ ავტომობილებს აღიარებს, რომლებსაც
სასავტომობილო ინდუსტრიის მომავალზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მის ჟიურიში ორ
ათეულზე მეტი წევრი შედის. ისინი ჩრდილოეთ ამერიკაში გამართულ ავტო შოუებზე (ლოს
ანჯელესი, დეტროიტი, ჩიკაგო, ტორონტო და ნუ იორკი) წარდგენილ ახალ კონცეპტუალურ
ავტომობილებს შორის საუკეთესოებს არჩევენ.
ჟიურის წევრი ეშლი კნაპი ამბობს, „I-პეისს“
დახვეწილი დიზაინის გარდა, ის ახალი ტექნოლოგიებიც აქვს, რომლებიც საავტომობილო
ინდუსტრიაში მალე ორიენტირი გახდება. ასევე ჟიურის წევრ ლორენ ფიქსის თქმით,
„იაგუარმა“ ბევრი მიმართულებით საფუძვლიანად შეცვალა საკუთარი მიდგომა რაც სრულად
აისახა „I-პეისზე“.
ბრიტანული კომპანია კონცეპტ „I-პეისის“ სერიული
ვერსიის წარმოებას მომავალი წლის მეორე ნახევარში დაიწყებს.
No comments:
Post a Comment