27 აგვისტო.
„ლენდ როვერს“ ერთგვარი ტრადიცია აქვს - თავის ახალ
ავტომობილებს სხვადასხვა სირთულის გამოცდებს უწყობს, რითაც მათი შესაძლებლობების დემონსტრირებას
გვთავაზობს. ახლახანს ბრიტანულმა კომპანიამ „დისქავერი სპორტისთვისაც“ მოიფიქრა
ტრიუკი. ეს ავტომობილი თოვლიან გზაზე, ძაღლების მარხილს შეაჯიბრა.
შეჯიბრი ფინეთში, ვესილეპისის სამთო გვირაბში
ჩატარდა, რომლის გზაც თოვლითაა დაფარული. ავტომობილის წინააღმდეგ, ძაღლიანი
მარხილებით საშუალო დისტანციაზე რბოლაში ფინეთის ჩემპიონი, ლაურა კააიარინენი
გამოვიდა, რომლის სპორტულ მარხილსაც ჰასკის ჯიშის ექვსი ძაღლი დააქროლებს.
მიწისქვეშა გვირაბში რბოლის დისტანცია 1 კილომეტრი იყო.
გვირაბი მიწის ზედაპირიდან 35 მეტრის სიღრმეში
მდებარეობს და იქ ტემპერატურა ზაფხულშიც კი, მინუს 2 გრადუსზე მაღლა არ ადის. ასეთ
პირობებში, გვირაბში არსებული გზა, მუდმივად თოვლითაა დაფარული, რომლის სისქეც 20
მილიმეტრია. ამიტომ ეს გზა საუკეთესო ადგილია „დისქავერი სპორტის“ შესაძლებლობათა
ჩვენებისთვის.
მეტოქეებმა სტარტი ერთმანეთის საპირისპირო
მიმართულებით აიღეს. მაგრამ თუ კააიარინენს და და ძაღლებს წინაღობა არ ელოდათ,
„დისქავერი სპორტს“ რთული მონაკვეთი უნდა გაევლო, სადაც გზაზე ყინულისგან
დამზადებული ზორბა ბლოკები ეწყო. მარხილის მიახლოებითი საშუალო სიჩქარეც
წინასწარვე ცნობილი იყო - 35 კმ/სთ. მათ სულ ორი წრე ჰქონდათ გასავლელი. ამასთან,
ავტომობილს გზაზე დაბრკოლება მხოლოდ ერთხელ შეხვდებოდა და ამ დროს, ისევე როგორც
მოსახვევების გავლისას, მას ყველა დამხმარე სისტემა უნდა გამოსდგომოდა.
დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო გამოდგა. და გზის გართულების მიუხედავად,
მანქანამ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა.
ავტომობილს „იაგუარ ლენდ როვერის“ სტაბილურობის
კონტროლის სისტემების ჯგუფის წამყვანი ინჟინერი, კარლ რიჩარდსი მართავდა, რომელმაც
განაცხადა: „თოვლი ერთ-ერთი ყველაზე რთული ზედაპირია, რომლებზეც კი მძღოლს
შეიძლება ზამთარში მართვამ მოუწიოს. და „დისქავერი სპორტმა“ დაამტკიცა, რომ ის ამ
პირობებშიც თავს ძაღლებივით კომფორტულად გრძნობს. „ლენდ როვერის“ მოწინავე
ტექნოლოგია „ტერეინ რეპონსის“ და ჭკვიანი სრულ ამძრავიანი სისტემის, წყალობით, ჩვენი
პრემიუმ კომპაქტური SUV-ი უკონკურენტოა, როცა საქმე უგზოობისას მართვას ეხება.
სულერთია, მისი მეტოქე ორ ფეხზე დგას, თუ ოთხზე“.
სხვათა
შორის, მრხილის ეკიპაჟის ლიდერი ძაღლი, სახელად ჯეიმი, შეჯიბრის ადგილამდე
„დისქავერი სპორტით“ მიიყვანეს. მან საბარგულით იმგზავრა, რომელიც სალონისგან მთელ
სიმაღლეზეა გადატიხრული და ძაღლს სამგზავრო სეგმენტში გადასვლის საშუალება არ
მისცა. ამით „ლენდ როვერმა“ თავის კლიენტებს, რომლებიც სხვათა შორის, ცხოველების
და ყველაზე მეტად, ძაღლების მოყვარულები არიან, დაანხა, რომ „დისქავერი სპორტი“
მათი ოთხფეხა მეგობრების მგზავრობისთვისაც საუკეთესო საშუალებაა.
No comments:
Post a Comment