9 ნოემბერი.
„ლენდ როვერმა“ 2018 სამოდელო წლის „დისქავერის“
საბაზო SE კომპლექტაციაში, რამდენიმე ახალი ახალი სისტემა შეიტანა. სიახლეთა
შორისაა სატელიტური ნავიგაციის სისტემა „ინკონტროლ ტაჩ პრო“, თავისი 10-დუიმიანი
სენსორული ეკრანით, რომელიც ყველა კომპლექტაციაში შევიდა.
სიახლეა კავშირის ციფრული სისტემა, რომელიც 4G
Wi-Fi-ს მეშვეობით, ავტომობილში ერთდროულად რვა მობილური მოწყობილობით სარგებლობის
საშუალებას იძლევა. HSE და HSE ლუქსის დონის ვერსიებისთვის, სტანდარტულ
ეკიპირებაშია 12.3-დუიმიანი ინტერაქტიური მაჩვენებლების კლასტერი, ოპციის სახით
შესაძლებელია მეორე თაობის ჰედ-აპ პროექტორის დაყენება.
რაც შეეხება გარეგნობას, 2018 სამოდელო წლის
„დისქავერის“ ფერთა გამას ახალი ლურჯი - „ბრაიონ ბლიუ“ დაემატა. პაკეტებში
„დაინემიკ“ და „ბლექ“, რუხი (კორის გრეი) და შავი (ნარვიკ ბლექ) ფერის სახურავები
დაემატა, რაც ადრე ოპციურ შეთავაზებაში იყო.
სიახლეა ძრავების გამაშიც. Td6 დიზელი, რომელიც
ადრე HSE და HSE ლუქს მოდელებისთვის იყო განკუთვნილი, ახლა უკვე SE-ს საბაზისო
ეკიპირებაშიცაა. ლაპარაკია 3.0-ლიტრიან ტურბო დიზელზე, რომელიც 254 ცხენის ძალას
და 600 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მასთან წყვილში კი ZF-ის 8-საფეხურიანი
ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს.
უგზოობის მოდელის უსაფრთხოების სისტემების
ჩამონათვალს დაემატა საგანგებო დამუხრუჭების სისტემა, რომელსაც ფეხმავლების
დაფიქსირების სისტემაც დაემატა, რომელსაც ადრე მყიდველს ოპციის სახით
სთავაზობდნენ.
No comments:
Post a Comment