18 ნოემბერი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ ბრიტანეთის გზებზე
თვითმავალი ავტომობილების ტესტირება დაიწყო. ადრე ასეთი ავტომობილების გამოცდები
მხოლოდ ჩაკეტილ პოლიგონებზე მიმდინარეობდა. მათზე მიღწეული დამაიმედებელი
შედეგების შემდეგ, პროტოტიპებმა საერთო სარგებლობის გზებზე გადაინაცვლეს.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების ავტონომიური
ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, ტესტების დროს, საჭესთან მაინც ზიან პროფესინალი
მძღლები, რათა ტექნიკის უმნიშვნელო გაუმრეთაობის შემთხვევაში, მართვა თავის თავზე
აიღონ. ისე კი, ავტომობილები ძრითადად დამოუკიდებლად გადაადგილდება. ამაში მათ
უამრავი სენსორი ეხმარება.„ჩვენ მობილურობის რევოლუციის პირას ვიმყოფებით. სიახლეები, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ, ბრიტანეთის ეკონომიკის ყველა სექტორს შეეხება. ჩვენ უზარმაზარი გამოწვევების წინაშე ვართ. მობილურობის ეს რევოლუცია, ცხოვრებას მკვეთრად შეცვლის“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარი აღმასრულებელი რალფ სპეტი.
ბრიტანეთი არაა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ავტონომიური ავტომობილების საერთო სარგებლობის გზებზე ტესტები ინტენსიურად ტარდება. ამ მხრივ, მოწინავე პოზიცია შეერთებულ შტატებს, კერძოდ კი, მის ყველაზე განვითარებულ შტატ კალიფორნიას ეკუთვნის. თუმცა გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია ასეთი ტესტების მიმართ. გაერთიანებულ სამეფოს არ აქვს რატიფიცირებული ვენის კონვენცია, რომელიც მძღოლებისგან მოითხოვს, რომ მოძრაობისას მუდმივად აკონტროლებდნენ თავიანთ ავტომობილებს. ეს კი ნიშნავს, რომ ბრიტანეთში არაა საჭირო კანონში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელიც გზებზე ავტონომიური ავტომობილების გამოსვლისთვის იქნება აუცილებელი.
No comments:
Post a Comment