19 სექტემბერი.
„იაგუარ ლენდ როვერმა“ კლასიკური „E-ტაიპის“
ბაზაზე, მისი ელექტრული ვერსია შეიმუშავა, რომელიც ლონდონში, „იაგუარ ლენდ
როვერის“ ტექნიკის ფესტივალზე გამოფინა. ელექტრომობილის სახელია „იაგუარ E-ტაიპ
ზერო“.
ელექტრომობილის ბაზისად, აღდგენილი „სერიზ 1.5
როდსტერი“ გამოიყენეს, რომელსაც ძალური დანადგარის და LED ფარების გარდა,
ორიგინალური სპეციფიკაციები შეუნარჩუნეს.
ძალური დანადგარი, რომელიც 220 კილოვატი
სიმძლავრისაა, სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შეიმუშავეს. ლითიუმ-იონური
ელემენტების ბლოკს კი დაახლოებით ისეთივე გაბარიტები აქვს, როგორიც XK
ექვსცილინდრიან ძრავს, რომლითაც ორიგინლური „E-ტაიპია“ აღჭურვილი. და ინჟინრებმა
ის სწორედ შიდაწვის ძრავის ადგილზე დააყენეს.
ელექტრო ძრავი და მისი რედუქტორი, ელემენტების
ბლოკის უკან განლაგდა, სადაც ჩვეულებრივ „E-ტაიპზე“ გადაცემათა კოლოფი იყო. საერთო
ჯამში, დონორმა „E-ტაიპმა“ წონაში 46 კილოგრამი დაიკლო. იმის გამო, რომ ელექტრულმა
ძალურმა დანადგარმა იგივე ადგილი დაიკავა, სადაც შიდაწვის ძრავი და ტრანსმისია იყო
განლაგებული, შესაცვლელი არ გახდა ავტომობილის მზიდი სტრუქტურა და საკიდარის
გეომეტრია. უცვლელად დარჩა ღერძებს შორის წონის განაწილებაც კი. ამან კი
ავტომობილის ჰომოლოგაცია გაამარტივა.
„იაგუარი“ XK სერიის ექვსცილინდრიან ძრავს 1949-დან
1992 წლამდე აწარმოებდა მისით აღჭურვილი იყო კომპანიის იმ პერიოდის თითქმის ყველა
ლეგენდარული ავტომობილი, მათ შორის, „E-ტაიპი“, XK120, Mk2 და XJ6. შესაბამისად,
ყველა ამ მოდლზე შესაძლებელია იმ ელექტრული დანადგარის გამოყენება, რომლებითაც „E-ტაიპ
ზერო“ აღიჭურვა.
„იაგუარმა“ მოდელ „E-ტაიპის“ წარმოება 1961 წელს
დაიწყო. მას ყველა დროის ყველაზე ლამაზ ავტომობილად ხშირად ასახელებენ. თვით ენცო
ფერარიმაც კი, მას „ყველა დროის უმშვენიერესი ავტომობილი“ უწოდა.
„E-ტაიპ ზეროს“ სვლის სიშორე 270 კილომეტრია. ბევრი
არაა, თუმცა ამასაც ავტომობილის სიმსუბუქე უზრუნველყოფს. 40-კილოვატსაათიანი
ელემენტების ბლოკი ამაზე მეტს არ ჰყოფნის. მის სრულად დამუხტვას კი 6-7 საათი
სჭირდება.
No comments:
Post a Comment