Wednesday, November 22, 2017

„ლენდ როვერი“ ჩინური ფირმებისგან მისი კონცეპტების კოპირებას ელის

20 ოქტომბერი
„ლენდ როვერი“ არ მალავს შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინური კომპანიები, მისი კონცეპტუალური მოდელების ასლებს გამოუშვებენ. თუნდაც ისეთი კონცეპტებისა, რომლებსაც ბრიტანული კომპანია თავად არ აწარმოებს.

ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, „ლენდ როვერის“ დიზაინის განყოფილების დირექტორმა ჯერი მაკგოვერნმა განაცხადა, რომ როგორც წესი, კომპანია ჯერ ამზადებს კონცეპტუალურ ავტომობილებს, რომლებსაც შემდგომში მისი სერიული ვერსიის წარმოების დაწყება მოჰყვება. კონცეპტები ორიგინალური სახით კონვეიერამდე ვერასდროს აღწევს, მაგრამ ყველა მათგანი კომპანიის ინტელექტუალური საკუთრებაა. რაც მთავარია, მათი მეშვეობით, მარკეტოლოგები საზღვრავენ, თუ რამდენად კარგად მიიღებს ახალ ავტომობილს ბაზარი.
„როდსაც ასეთი ავტომობილის ჩვენების დრო მოდის, ჩვენ ყოველთვის ვნერვიულობთ, რადგან იმ წლებში, რაც კონცეპტის წარმოებამდე მიყვანას სჭირდება, ჩინეთში შესაძლოა მსგავსი ავტომობილი გამოუშვან“, - ამბობს მაკგოვერნი, რომელსაც ჩინელებისგან მსგავსი ქმედების რამდენიმე მაგალითი აქვს. მათგან ერთი „რეინჯ როვერ ევოუკს“ შეეხო.
ბრიტანული კომპანიის ყველაზე გაყიდვადი მოდელის ასლი, ჩინურმა „ლენდვინდმა“ გამოუშვა და მისი გაყიდვები იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე „ევოუკი“ ცისქვეშეთის ბაზრამდ მიაღწევდა. სწორედ ეს იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ „ლენდ როვერმა“ უახლესი „რეინჯ როვერ ველარის“ წარმოება ისე დაიწყო, მისი კონცეპტუალური ვერსია არ უჩვენებია. და ალბათ ამავე მიზეზით, კომპანია ახალი „დიფენდერის“ მეორე კონცეპტუალური ვერსიის ჩვენებისგანც თავს შეიკავებს.
„ლენდ როვერმა“ ახალი „დიფენდერის“ პირველი კონცეპტი DS 100 (ფოტოზე), რამდენიმე წლის წინათ გვიჩვენა, თუმცა მისი წარმოება გადაიფიქრა. რა თქმა უნდა, ბრიტანულ კომპანიას არ სურს, რომ ასეთი კონცეპტის ასლიც არ გამოუშვან ჩინეთში, რადგან ის მის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს, რომლის შესაქმნელადაც ბევრი დრო და ფულია დახარჯული.

No comments:

Post a Comment