14 ივნისი.
ქალთა წლის ავტომობილად „იაგუარ F-პეისი“ შარშან
დაასახელეს, მოპოვებული ჯილდო კი კომპანიას ახლახანს, საკუთარ ქოვენთრის ქარხანაში
გადაეცა. ჟიურიმ მთავარი პრიზი თვით „იაგუარ ლენდ როვერის“ შეფს, დოქტორ რალფ
სპეტს გადასცა. ცერემონიას ასევე „იაგუარის“ დიზაინის შეფი იან კალუმი ესწრებოდა.ქალთა წლის ავტომობილის ჯილდო ახალ ზელანდიაში, იქაური ხის ჯიშის, კაურის მერქნისგან არის დამზადებული. კონკურსში „F-პეისმა“ ჟიურის წევრთაგან, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ჟურნალისტები არიან, ყველა მეტოქე ავტომობილზე მეტი ქულა დაიმსახურა.
„ჩვენი კონკურსის პირველი გამარჯვებული 2010 წელს
იაგუარ XF გახდა, 2012-ში რეინჯ როვერ ევოუკმა გაიმარჯვა და ახლა კი მთავარი პრიზი
F-პეისმა მიიღო“, - ამბობს კონკურს ქალთა წლის ავტომობილის დამაარსებელი და
ხელმძღვანელი სენდი მირე.
კონკურსი ქალთა წლის ავტომობილი 2010 წელს დაარსდა.
ის სხვა პოპულარული კონკურსების, რომელთა ჟიურიშიც მხოლოდ მამაკაცი ავტო
ჟურნალისტები მონაწილეობენ, ერთგვარი ანტოდოტია. პირველ კონკურსში ჟიურიში მხოლოდ
8 წევრი შედიოდა, ამჟამდ კი იქ 20 ქვეყნის 26 ჟურნალისტია გაერთიანებული.
დაჯილდოების ცერემონიისთვის, გაერთიანებულ სამეფოში
ჟიურის თითქმის ყველა წევრი ჩავიდა. ცერემონიის შემდეგ, მათ ქოვენთრის ქარხანა
დაათვალიერებინეს და ბევრი მომავალი სიახლე აჩვენეს, რომლებსაც ბრიტანული კომპანია
უახლოეს მომავალში გაგვაცნობს.
საინტერესო ფაქტი: ავტომობილის გამოგონებიდან
მოყოლებული, პირველად მოხდა, რომ ამდენმა ავტო ჟურნალისტმა ქალმა ერთად მოიყარა
თავი. მთავარი ჯილდოს გარდა, „იაგუარ ლენდ როვერს“ სხვა პრიზებიც გადაეცა. სამხრეთ
აფრიკელმ შარლინ კლარკემ კომპანიას საუკეთესო SUV/ქროსოვერის
პრიზი ჩააბარა, ინდოელ რემუკა კირპალანის, პრიზ „საპრიმ ვინერის“ გადაცემის პატივი
ერგო, მთავარი პრიზი კი ბრიტანულ კომპანიას ადგილობრივმა ჟურნალისტმა, სიუ
ბეიკერმა გადასცა.
No comments:
Post a Comment