„იაგუარ ლენდ როვერი“ წარმოებისთვის რამდენიმე ახალ მოდელს ამზადებს და არაოფიციალური ინფორმაციის შესაბამისად, მათგან ერთ-ერთი, პატარა „დეფენდერია“. ეს ლოგიკურია, რადგან კომპანია ახალ „დეფენდერზე“ შეკვეთებს ვერ აუდის და უფრო პატარა და შესაბამისად, ხელმისაწვდომი ავტომობილი, გაყიდვებს კიდევ უფრო გაზრდის.
პატარა „დეფენდერთან“ დაკავშირებით, ინფორმაცია ჯერ
კიდევ მაშინ ვრცელდებოდა, როცა ახალ „დეფენდერი“ ჯერ გამოშვებული არ იყო. ბრიტანული
კომპანიის გეგმის შესაბამისად, „დეფენდერის“ ბაზაზე, მოდელების ახალი ახალი ოჯახი
უნდა შეიქმნას, როგორც ეს „რეინჯ როვერის“ და „დისქავერის“ შემთხვევებშია.
პოპულარულ ბრიტანულ ინტერნეტ გამოცემა „ვოთქარის“
ინფორმაციით, პატარა „დეფენდერი“ ბაზარზე დაახლოებით ორ წელიწადში გამოვა. ეს
ინფორმაცია გამოცემამ კომპანიის ინკოგნიტო თანამშრომლისგან მიიღო.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, პატარა „დეფენდერი“
წინა ამძრავიანი იქნება და ის ბენზინის სამცილინდრიანი, 1.5-ლიტრიანი ძრავით
აღიჭურვება. მოგვიანებით, ძრავების გამაში ასევე შევა პლაგ-ინ (დასამუხტი)
ჰიბრიდული დანადგარი და მყიდველს, სრულ ამძრავიან ტრანსმისიასაც შესთავაზებენ.
პატარა „დეფენდერისთვის“, ბრიტანული კომპანია ალუმინის
მოდულური პლატფორმის მომცრო, უფრო ხელმისაწვდომ ვერსიას შეიმუშავებს. ახალი
ავტომობილი, „დეფენდერის“ ფასის ნახევარზე ოდნავ მეტი ეღირება.
No comments:
Post a Comment