8 სექტემბერი.
„ლენდ როვერის“ მოდელი „დისქავერი“ მომხმარებელთა შორის ყოველთვის გამოირჩეოდა პოპულარობით, რასაც უპირატესად მისი ყველგანმავლის თვისებები განაპირობებდა. ახალი „დისქავერი“ წინამორბედების ტრადიციებს აგრძელებს და მეტიც, მყიდველს უფრო მეტ შესაძლებლობებს და კომფორტს სთავაზობს.
სწორედ ამ თვისებათა გამო, ახალმა „დისქავერიმ“
ამერიკულ ორგანიზაცია „კონსიუმერ რეპორტსის“ მაღალი შეფასება დაიმსახურა. ის
„რეინჯ როვერის“ მოდიფიცირებულ პლატფორმაზეა აგებული, რისი წყალობითაც, წინამორბედ
LR4-ზე 135 კილოგრამით მსუბუქია. შესაბამისად, უფრო ეკონომიურადაც მოიხმარს
საწვავს, რაც მეტწილად 3.0-ლიტრიანი მექანიკურდამჭირხნიანი V6-ის დამსახურებაა.„ლენდ როვერის“ მოდელი „დისქავერი“ მომხმარებელთა შორის ყოველთვის გამოირჩეოდა პოპულარობით, რასაც უპირატესად მისი ყველგანმავლის თვისებები განაპირობებდა. ახალი „დისქავერი“ წინამორბედების ტრადიციებს აგრძელებს და მეტიც, მყიდველს უფრო მეტ შესაძლებლობებს და კომფორტს სთავაზობს.
ძრავი 340 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და
მაქსიმალურ მაბრუნ მომენტთან მიახლოებულ ძალას, დაბალი ბრუნვებიდანვე იძლევა.
უგზოობის სრულაბარიტიან მოდელებს შორის, ეს ყველაზე მომენტიანი ავტომობილია. გარდა
ამისა, მის განკარგულებაში რჩება „ფორდს“ წარმოების 3.0-ლიტრიანი V6 ტურბო დიზელი,
რომელსაც ამერიკული კომპანია პოპულარულ პიკაპ F-150-ზე იყენებს. ამ აგრეგატის
მაქსიმალური მომენტი 600 ნიუტონმეტრს აღწევს და მისით აღჭურვილი „დისკო“
„კონსიუმერ რეპორტსი“ მყიდველს რეკომენდაციას
აძლევს, რომ ოპციით შეთავაზებული პნევმატური საკიდარი შეუკვეთონ, რომელიც
ავტომობილის ექსპლუატაციას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის და მას მეტ შესაძლებლობასაც
ანიჭებს. ორგანიზაცია განსაკუთრებით ჰაერის კონდიცირების სისტემას აქებს. და რა
თქმა უნდა, მის მოხსენებაში განსაკუთრებით გამოყოფილია ის ფაქტი, რომ ახალი
„დისქავერის“ სალონში სავარძლების სამი რიგი თავსდება.
No comments:
Post a Comment