30 ოქტომბერი.
„იაგუარმა“ თავისი ფლაგმანი სედანი XJ ბაზარზე რვა
წლის წინათ წარადგინა და მას შემდეგ, მხოლოდ მცირედ განახლებები ამყოფინა. ამ
გარემოებამ წარმოშვა ვარაუდი, რომლის მიხედვითაც, ბრიტანული კომპანია ფლაგმანად ამ
ავტომობილის დატოვებას აღარ აპირებს. მაგრამ კომპანიის დიზაინის დირექტორმა იენ
ქალუმმა ეს ვარაუდი უარყო.
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, ქალუმმა
განაცხადა, რომ კომპანიამ მიაღწია კონსენსუსს, რომლის შესაბამისადაც, სედანი XJ
კომპანიის სამოდელო გამის ფლაგმანად დარჩება. მანვე დასძინა, რომ „იაგუარი“ არ
აპირებს ფლაგმანი SUV-ის გამოშვებას. ეს კი ამგვარად განმარტა: „ფლაგმან სედანში
უფრო მეტი დახვეწილობაა, ვიდრე ფლაგმან SUV-ში. მხოლოდ ერთ ბრენდს შეუძლია,
ფლაგმანდ SUV-ი ჰყავდეს და ეს მისი ტრადიციიდან მოდის. ეს კომპანია „ლენდ
როვერია“.
ეს ნიშნავს, რომ „იაგუარის“ შემდეგი უგზოობის
მოდელი „J-პეისი“, რომელიც გამაში „F-პეისზე“ მაღლა დაიკავებს ადგილს, XJ-ზე დაბალ
პოზიციაზე დადგება. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, პირიქით უნდა ყოფილიყო, მაგრამ
„იაგუარი“ საფუძვლიანად თვლის, რომ მის იმიჯს ფლაგმანი სედანი უფრო შეესაბამება.
ამ ეტაპზე, ახალი XJ-ს შესახებ ინფორმაცია
პრაქტიკულად არ არსებობს. ქალუმი ამბობს, რომ სედანების კლასი ხელახლა გააზრებას
მოითხოვს, რადგან ამ კლასის საზღვარი ქროსოვერებთან და ჰეჩბეკებთან (ფასტბეკებთან)
სულ უფრო მცირდება. და ეს „იაგუარმა“ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ეს კი
შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ შემდეგი XJ-ს ძარების არჩევანში შესაძლოა
ჰეჩბეკი/ფასტბეკიც შევიდს, რაც მას მეტ პრაქტიკულობას შესძენს და ამის წყალობით,
მეტ მყიდველს დააინტერესებს.
რაც შეეხება გარეგნობას, ქალუმი ამბობს, რომ XJ-ს
დიზაინი კვლავაც ძალიან პოპულარულია, რადგან ყველა მეტოქისგან მკვეთრად
განსხვავებულია, რითაც მის მფლობელთა იდენტობას უსვამს ხაზს.
No comments:
Post a Comment