15 სექტემბერი.
„ლენდ როვერმა“ პოპულარულ მოდელ „დისქავერის“
ვერსია SVX შეიმუშავა, რომელიც ოფ-როუდის ენთუზიასტებისთვის არის გამიზნული და
შესაბამისად, მისი შემუშავებისას, აქცენტი ცუდ გზებზე მოძრაობისას შესაძლებლობების
გაზრდაზე გაკეთდა. ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე
გაიმართა.
„დისქავერი SVX“ ბრიტანული კომპანიის შტო
„სპეცალური მანქანების ოპერაციების“ (SVO) მიერ არის შექმნილი. ეს ამ შტოს მიერ
„ლენდ როვერის“ მოდელების ბაზაზე დამზადებული მესამე ავტომობილია. პირველი ორია
„რეინჯ როვერ სპორტ SVR“ და „რეინჯ როვერ SVავტობაიოგრაფი“. ამათგან პირველი
ასფალტიან გზებზე საუკეთესო მაჩვენებლებით გამოირჩევა, მეორე კი - კომფორტულობით.
„დისქავერი SVX-ის“ წარმოება მომავალი წლიდან
დაიწყება და მას SVO-ს ტექნიკურ ცენტრში, ხელით ააწყობენ. შესაბამისად, ის გახდება
„ლენდ როვერის“ მარკით წარმოებული პირველი მოდელი, რომელსაც ავტომატიზებული
პროცესის გარეშე აწყობენ.
ბრიტანულმა კომპანიამ მეხუთე თაობის „დისქავერის“
წარმოება შარშან დაიწყო და ავტომობილმა პოპულარობა სწრაფად მოიპოვა. ეს არის
უგზოობის სრულგაბარიტიან ავტომობილებს შორის ყველაზე მრავლის შემძლე ავტომობილი,
რომელიც ალუმინისგან დამზადებულ მსუბუქ და იმავდროულად, მტკიცე სტრუქტურაზეა
დაფუძნებული. შესაბამისად, მისი სახით, SVO-ს ინჟინრებმა მისი სახით, საუკეთესო
საბაზისო პროდუქტი მიიღეს.
„დისქავერი SVX“ აღჭურვილია „იაგუარ ლენდ როვერის“
წარმოების ბენზინის 5.0-ლიტრიანი მექანიკურდამჭირხნიანი V8 ძრავით, რომელიც
მოდიფიცირების შემდეგ, 525 ცხენის ძალას და 625 ნიუტონმეტრს იძლევა. ინჟინრების
ხელი დაკიდბის სისტემასაც შეეხო, რომელიც უგზოობის პირობებში უკეთ მუშაობს და
მძღოლს მეტ თავდაჯერებულობას ანიჭებს.
„გორვის აქტიური ჰიდრავლიკური კონტროლი“ ახალი
სისტემაა და ის ბორბლის გადაადგილების კონტროლით, ცუდ გზებზე მოძრაობისას, გზასთან
ჩაჭიდების გაზრდის ხარჯზე, ძარის და მთლიანად ავტომობილის კონტროლს აუმჯობესებს.
რაც მთავარია, ამცირებს ავტომობილის ამოყირავების ალბათობას.
SVO-ს ინჟინრებმა ავტომობილი შედარებით მაღალზე დააყენეს,
რითაც გაიზარდა გზის საფარისგან ავტომობილის უკიდურესი წინა და უკანა ნაწილების
დაშორება, რაც ასევე „დისქავერი SVX-სის“ გამავლობას აუმჯობესებს. გაიზარდა
დრეკადი ელემენტების სვლის სიმაღლე. გარდა ამისა, ავტომობილი ალუმინის ნაჭედ
20-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „გუდიარის“ 275/55 R20 საბურავებით შეიმოსა.
ასეთი მაღალკედლიანი საბურავები, რბილ გზებზე ავტომობილის შესაძლებლობებს
აუმჯობესებს. ავტომობილი ასევე აღჭურვილია აქტიური ცენტრალური და ელექტრონულად
ბლოკირებადი უკანა დიფერენციალით, რომლებიც სპეციალურად მომართული „ტერეინ რესპონს
2“ სისტემასთან შეთანწყობით მუშაობენ და ნებისმიერ საფარზე ჩაჭიდებას კიდევ უფრო
აუმჯობესებენ.
შეიცვალა 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიის
მართვის ელექტრონიკის პროგრამული უზრუნველყოფა. მსგავსი ცვლილება შეეხო სხვა
სისტემებსაც. მათ შორის, დაღმართში მოძრაობის კონტროლს, ელექტრონულ ტრექშნ
კონტროლს, ადაპტირებად დინამიკურ სისტემას, სტაბილურობის დინამიკურ სისტემას,
ყველა საფარის (ოლ-ტერეინ) პროგრესის კონტროლს, ასევე საჭის ელექტრო
გამაძლიერებელს.
სიახლეებია გარეგნობაშიც. SVX-ის სპეციალისტებმა
ავტომობილის გარეგნობაში ჩააქსოვეს ელემენტები, რომლებიც „დისქავერის“ სახელოვან
ოფ-როუდერულ წარსულს გაგახსენებთ. მათ შორის, „ქემელ ტროფის“ და „G4 ჩელენჯს“. ამ
ელემენტების მეშვეობით, ავტომობილს უფრო გამორჩეული და აგრესიული იერი მიანიჭეს.
ასეთივე სიახლეებია ინტერიერშიც.
„დისქავერი
SVX-ის“ წარმოება მომავალ წელს დაიწყება.
No comments:
Post a Comment