17 ივნისი.
„იაგუარის“ უახლესი ავტომობილი, „XF სპორტბრეიკი“
უიმბლდონის ცენტრალურ კორტრზე, ყველაზე გამორჩეული საჩოგბურთო ტურნირის ორგზის
ჩემპიონმა, ბრიტანელმა ენდი მარიმ წარმოადგინა. „იაგუარი“ უიმბლდონის ტურნირის
ოფიციალური პარტნიორია, მარი კი „იაგუარის“ სახეა და მის საიმიჯო რეკლამებში
ხშირად მონაწილეობს.
ავტომობილისთვის საბურველის გადახდის შემდეგ, მარიმ
უიმბლდონის თასი მასში მოათავსა. აქედან მოყოლებული, ახალი ავტომობილი და ყველა
ჩოგბურთელისთვის სანუკვარი თასი, უიმბლდონის ტურნირის დაწყებამდე, ბრიტანეთს
მოივლიან და ახალგაზრდა ჩოგბურთელებს დაუზოგავი ვარჯიშისთვის შთაგონებას შესძენენ.
უნივერსალი „XF სპორტბრეიკი“ პოპულარულ სედან XF-ის
ოჯახის ახალი წევრია. თვითონ XF ბაზარზე 2007 წელს გამოვიდა და თითქმის 200
საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. უნივერსალი თითქმის იდენტურადაც გამოიყურება და
მისგანვე იზიარებს ტექნოლოგიებს. და რა თქმა უნდა, მასავით კომფორტულია.
„XF სპორტბრეიკი“ გამოირჩევა სპორტული
ავტომობილისთვის დამახასიათებელი მართვით და იმავდროულად, 565-ლიტრიანი
საბარგულით. ის ეკიპირებული კომფორტის და უსაფრთხოების ტექნოლოგიებით. და
შესანიშნავი აეროდინამიკური კოეფიციენტითაც (Cd 0.29) გამოირჩევა, რაც მის მიერ
მოხმარებული საწვავის მოცულობას ამცირებს.
სიახლეებს შორისაა ზორბა გაბარიტების მქონე
პანორამული სახურავის მზისგან დამცავი ჟალუზი, რომელსაც ჟესტიკულაციით მართვის
ფუნქცია აქვს. სიახლეა მძღოლის ჯანმრთელობის კონტროლის სისტემა, რომელიც
დაღლილობის სიმპტომებს აფიქსირებს. კაბინის ჰაერის იონიზატორი ჰაერს წმენდს და
სალონში მყოფებს, ქუჩაში არსებული დაბინძურებული ჰაერისგან იცავს.
უკანა საკიდარს თვითრეგულირების უნარი აქვს, რაც
უბადლო სვლას მაშინაც უზრუნველყოფს, როცა ავტომობილი 2-ტონიან მისაბმელს ატარებს.
და რა თქმა უნდა, „XF სპორტბრეიკი“ აღჭურვილია სერია ინჯენიუმის ბენზინის და
დიზელის ოთხცილინდრიანი ძრავებით, რომლებიც მცირე ხარჯით და გამონაბოლქვით, ასევე
დიდი სიმძლავრით გამოირჩევა. მათგან ყველაზე სუფთა ძრავი ყოველ კილომეტრზე ატმოსფეროში
მხოლოდ 118 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. გარდა ამისა, ძრავების გამაში შევიდა
მძლავრი ექვსცილინდრიანი აგრეგატები, რომელთა შორის, ყველაზე მძლავრია (380 ცხ.ძ)
მექანიკური დამჭირხნით აღჭურვილი 3.0-ლიტრიანი V6. ასევე არჩევანშია 300-ცხენისძალიანი
TDV6, რომლითაც უნივერსალს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 6.6 წამში
შეუძლია.
„XF სპორტბრეიკის“ წარდგენის შემდეგ, ენდი მარიმ
კორტზე საჩვენებელი ვარჯიში ჩაატარა, რა დროსაც მას პარტნიორობას კრივის
საერთაშორისო ფედრაციის (IBF) ვერსიით მძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონი, ენტონი
ჯოშუა, ასევე კინვარსკვლავები, ჯიმ კერი და რობ ბრაიდონი უწევდნენ. მათს თამაშს კი
კომენტარს ყოფილი ჩოგბურთელი ტიმ ჰენმანი უკეთებდა.
უიმბლდონის
ტურნირი სტარტს 3 ივლისს აიღებს და ორი კვირა გაგრძელდება. „იაგუარი“ მისი
სპონსორი და პარტნიორი მესამედ იქნება. ტურნირს ბრიტანული კომპანიის 170
ავტომობილი მოემსახურება. მათ შორეის იქნება XE, XF, XJ და F-პეისი.
No comments:
Post a Comment