გამოცემა „BBC ტოპგირმა“ წლის საუკეთესო
ელექტრომობილად „იაგუარ I-პეისი“ დაასახელა. ჟიურის შეფასებით, ეს არის „მშვიდობიანი,
სწრაფი და ძალიან სტაბილური ავტომობილი“.
Friday, November 30, 2018
Monday, November 26, 2018
„იაგუარ I-პეისი“ კონკურს ევროპის 2019 წლის ავტომობილის ფინალში
ევროპულ ბაზარზე წელს ბევრი ახალი ავტომობილი
გამოვიდა. მაგრამ მათგან მხოლოდ 38 მონაწილეობდა ტრადიციულ კონკურს ევროპის წლის
ავრომობილის პირველ ეტაპზე. ამის მიზეზი ისაა, რომ კონკურსის პირობებით, ახალი ავტომობილი
მინიმუმ ხუთი ქვეყნის ბაზარზე უნდა იყიდებოდეს.
Friday, November 23, 2018
ახალი „რეინჯ როვერ ევოუკი“
„ლენდ როვერმა“ ლონდონში თავისი ლუქს კლასის
უგზოობის კომპაქტურ მოდელ „რეინჯ როვერ ევოუკის“ მეორე თაობა წარმოგვიდგინა. ახალი
„ევოუკი“ თავისი წარმატებული წინამორბედის სტილშია შესრულებული და იმავდროულად, „ველარის“
მომცრო ვერსიის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. ის უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი
და მათი წყალობით, მოსახერხებელია როგორც ქალაქის გზებზე, ასევე ცუდი
გზებისთვისაც.
Thursday, November 22, 2018
„იაგუარ ლენდ როვერი“ 150-წლიანი პრობლემის მოგვარებას ცდილობს
დაახლოებით 150 წელია გასული, რაც მსოფლიოში
პირველი შუქნიშანი გამოიყენეს. ის ლონდონში, პარლამენტის სასახლის წინ დააყენეს.
მას შემდეგ მთელს მსოფლიოში, მეეტლეებს და ავტომობილების მძღოლებს, მწვანე შუქის
მოლოდინში მილიარდობით საათი აქვთ გატარებული. და აი, „იაგუარ ლენდ როვერი“
მუშაობს ახალ სისტემაზე, რომლის დანიშნულებაც, ამ პრობლემის მოგვარებაა.
Tuesday, November 20, 2018
„იაგუარ ლენდ როვერი“ მოტოციკლების მწარმოებლით დაინტერესდა
„იაგუარ ლენდ როვერმა“ ინვესტიცია განახორციელა
მოტოციკლების მწარმოებელ ბრიტანულ კომპანია Arc-ში, რომელმაც ახლახანს თავისი
პირველი ელექტრული მოტოციკლი „ვექტორი“ გამოუშვა. ცნობისათვის, ეს კომპანია
„იაგუარის“ ყოფილი აღმასრულებლის, მარკ ტრუმენის მიერ არის დაარსებული.
Thursday, November 15, 2018
„რეინჯ როვერ ევოუკი“ პრემიერისთვის ემზადება
„იაგუარ F-ტაიპი“ რალის ღია სარბოლო ავტომობილის ფორმაში
„იაგუარმა“ მოდელ „F-ტაიპის“ შეზღუდულ ვერსია „ჩექერედ
ფლაგის“ ბაზაზე, რალის ორი ღია სარბოლო ავტომობილი დაამზადა, რომლებიც კომპანიის მიერ
სპორტუილი ავტომობილების წარმოების დაწყებიდან (პირველი იყო 1948 წელს გამოშვებული
XK 120) 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.
Saturday, November 10, 2018
„იაგუარ I-პეისი“ შოტლანდიის წლის ავტომობილად დაასახელეს
„იაგუარის“ ელექტრომობილი „I-პეისი“ შოტლანდიის წლის
ავტომობილად დაასახელეს. გარდა ამისა, ამავე ავტომობილს წილად ალტერნტიულ საწვავზე
მომუშავე საუკეთესო ავტომობილის წოდებაც ხვდა. ამავე კონკურსის ჟიურიმ, უგზოობის საუკეთესო
ავტომობილად, „იაგუარ E-პეისი“ დაასახელა.
Friday, November 9, 2018
„იაგუარ ლენდ როვერი“ უნგრეთში ტექნიკურ საინჟინრო ცენტრს ხსნის
„იაგუარ ლენდ როვერმა“ დაადასტურა, რომ ბუდაპეშტში ტექნიკურ
საინჟინრო ცენტრს 2019 წლის დასაწყისში გახსნის. ახალი ცენტრის ინჟინრები,
კომპანიის მიწოდების ევროპულ ქსელთან ერთად, იმაზე იმუშავებენ, რომ ცენტრალურ და
აღმოსავლეთ ევროპაში, ნაწილების და ცალკეული კომპონენტების მიმწოდებლებს გაუწიონ
კოორდინაცია.
Tuesday, November 6, 2018
სელფრიჯსის კლასიკური „ლენდ როვერ დიფენდერი“
ლონდონის სელფრიჯის სავაჭრო ცენტრში, მამაკაცთა
ტანსაცმლის ახალი პავილიონის ჰოლში, თავს იწონებს „ლენდ როვერ კლასიკის“ ერთჯერადი
ქმნილება - კლასიკური „ლენდ როვერ დიფენდერ 110 უორკს V8 სოფტ ტოპი“. ეს
ავტომობილი სწორედ სელფრიჯსის შეკვეთით შეიქმნა.
Friday, November 2, 2018
Subscribe to:
Posts (Atom)