დაახლოებით 150 წელია გასული, რაც მსოფლიოში
პირველი შუქნიშანი გამოიყენეს. ის ლონდონში, პარლამენტის სასახლის წინ დააყენეს.
მას შემდეგ მთელს მსოფლიოში, მეეტლეებს და ავტომობილების მძღოლებს, მწვანე შუქის
მოლოდინში მილიარდობით საათი აქვთ გატარებული. და აი, „იაგუარ ლენდ როვერი“
მუშაობს ახალ სისტემაზე, რომლის დანიშნულებაც, ამ პრობლემის მოგვარებაა.
სისტემის კოდური სახელია GLOSA (გრინ ლაით ოპტიმალ
სპიდ ედვაისორი - მწვანე შუქის ოპტიმალური სიჩქარის მრჩეველი). ის მანქანას
შუქნიშნების ინფრასტრუქტურასთან „ურთიერთობის“ საშუალებას აძლევს. მიღებული
ინფორმაციის დამუშავების შემდეგ კი მძღოლს ატყობინებს, რომ ახლოსაა გზაჯვარედინი ან
შუქნიშანი.
ახალი ტექნოლოგიის დანერგვა არამხოლოდ მძღოლებს
გაუადვილებს საქმეს და მათ აღარ მოუწევთ სწრაფი აჩქარება, რათა მომდევნო
შუქნიშანზეც მწვანეს მიუსწრონ, არამედ ჰაერის ნაკლებად დაბინძურებასაც შეუწყობს
ხელს - ავტომობილის სწრაფი აჩქარება გამონაბოლქვს ზრდის და მკვეთრი დამუხრუჭების
შედეგად, ჰაერში ხუნდების და დისკოების ნაცვეთის მტვერი იბნევა. გარდა ამისა,
ქალაქების ქუჩებში საცობებიც შემცირდება. მძღოლები და მგზავრები კი ნაკლებ სტრესს
მიიღებენ და ნაკლებად დაიღლებიან.
„იაგუარ ლენდ როვერმა“ ახალი ტექნოლოგიით აღჭურვა
ქროსოვერი „იაგუარ F-პეისი“, რომელიც საგზაო მოძრაობის მოწესრიგების კვლევით
პროექტში არის ჩართული. კომპანიის სხვა ავტომობილების მსგავსად, ეს მოდელიც
უახლესი დამხმარე და კავშირის ტექნოლოგიებით არის ეკიპირებული, რომლებიც GLOSA-სთან
მუდმივ კავშირში მუშაობენ.
მათ შორისაა გზაჯვარედინზე შეჯახების
გამაფრთხილებელი სისტემა (ICW), რომელიც გზის გადაკვეთებისას, იქ არსებულ
სიტუაციას აფასებს და გატყობინებთ, რომ სხვა ავტომობილის მოძრაობას, თქვენთვის
საფრთხის შემქნა შეუძლია. ამასთან, გზის გადაკვეთაზე შესვლის მიმდევრობასაც გამცნობთ.
გარდა
ამისა, „იაგუარ ლენდ როვერის“ ახალი სისტემები იძლევა ინფორმაციას სადგომზე
არსებული თავისუფალი ადგილის შესახებ. სისტემა საგანგებო სიტუაციების
ავტომობილების მოძრაობასაც მუდმივად აკონტროლებს და მძღოლს მათი მიახლოების
შესახებაც ამცნობს.
No comments:
Post a Comment