Tuesday, November 20, 2018

„იაგუარ ლენდ როვერი“ მოტოციკლების მწარმოებლით დაინტერესდა

„იაგუარ ლენდ როვერმა“ ინვესტიცია განახორციელა მოტოციკლების მწარმოებელ ბრიტანულ კომპანია Arc-ში, რომელმაც ახლახანს თავისი პირველი ელექტრული მოტოციკლი „ვექტორი“ გამოუშვა. ცნობისათვის, ეს კომპანია „იაგუარის“ ყოფილი აღმასრულებლის, მარკ ტრუმენის მიერ არის დაარსებული.

„ვექტორი“ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არის დაინტერესებული და „იაგუარ ლენდ როვერი“ სწორედ ამით დაინტერესდა. მოტოციკლს საფუძვლად უდევს კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მსუბუქი და ძალიან მტკიცე სტრუქტურა, რომელშიც ელემენტების მონოკოკური მოდულია ინტეგრირებული. „ვექტორის“ კონსტრუქცია თავისი სიმტკიცით, მოტოGP-ს სარბოლო მოტოციკლების დონეზეა.
მოტოციკლი ასევე აღჭურვილია „ოლინსის“ ამორტიზატორებით და „ბრემბოს“ მუხრუჭებით, წინა და უკანა მზიდი ჩარჩოებით, რომლებითაც ბორბლებს უკავშირდება. საერთო ჯამში, „ვექტორი“ 220 კილოგრამს იწონის, რაც სპორტული ბაიკების წონას უტოლდება.
მოტოციკლს სამოძრაო ძალას ელექტრო ძრავ ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც უცნბია. მისი მეშვეობით, ელექტრულ ბაიკს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.1 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 193 კილომეტრს აღწევს. ელემენტების ბლოკში საკმარისი ენერგია გროვდება იმისათვის, რომ მათი სრული დამუხტვით, „ვექტორმა“ 320 კილომეტრის გავლა შეძლოს. მოტოციკლის ეკიპირებაში შედის ჩაფხუტი, რომლის ეკიპირებაშიც ჰედ-აპ დისპლეი შედის.

No comments:

Post a Comment