ლონდონის სელფრიჯის სავაჭრო ცენტრში, მამაკაცთა
ტანსაცმლის ახალი პავილიონის ჰოლში, თავს იწონებს „ლენდ როვერ კლასიკის“ ერთჯერადი
ქმნილება - კლასიკური „ლენდ როვერ დიფენდერ 110 უორკს V8 სოფტ ტოპი“. ეს
ავტომობილი სწორედ სელფრიჯსის შეკვეთით შეიქმნა.
ავტომობილი ბაზირებულია „დიფენდერ 110 უორკს V8-ს“
საიუბილეო ვერსიაზე, რომელიც კომპანიის დაარსებიდან 70 წლის იუბილეს მიეძღვნა და
რომელიც მხოლოდ 150 ცალი დამზადდება. მათ შორის ერთი, სელფრიჯსის სპეციალური შეკვეთაა.
ის მწვანედ არის შეღებილი და საბარგულის სეგმენტს რბილი, ყვითელი ფერის ტენტი
უფარავს, რომელსაც წარწერა „სელფრიჯსი“ ამშვენებს.
ექსკლუზიური ავტომობილისთვის, სპეციალურად დამზადდა
25 დეტალი, მის აგებას კი ჯამში 930 საათი დასჭირდა. სელფრიჯსის „დიფენდერი“
სავაჭრო ცენტრში დაშლილ მდგომარეობაში შეიტანეს და ადგილზე ააწყვეს, რასაც ოთხი
დღე დასჭირდა.
ისევე
როგორც საიუბილეო „დიფენდერ 110 უორკს V8“, სელფრიჯსის ავტომობილიც აღჭურვილია
5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 405 ცხენის ძალას და 515 ნიუტონმეტრს
გამოიმუშავებს. მასთან წყვილში 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი
მუშაობს. შეიცვალა საკიდარი და ავტომობილი უფრო მძლავრი სამუხრუჭე სისტემით
აღიჭურვა.
No comments:
Post a Comment