„იაგუარმა“ მოდელ „F-ტაიპის“ შეზღუდულ ვერსია „ჩექერედ
ფლაგის“ ბაზაზე, რალის ორი ღია სარბოლო ავტომობილი დაამზადა, რომლებიც კომპანიის მიერ
სპორტუილი ავტომობილების წარმოების დაწყებიდან (პირველი იყო 1948 წელს გამოშვებული
XK 120) 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.
XK 120 თავის დროზე საკმაოდ წარმატებული იყო
რბოლებში. ამ მანქანით მოგებულია სამეფო ავტოკლუბის (RAC) რალი და არაერთი
პოპულარული რბოლა. გარდა ამისა, ალპინის რალიზე ზედიზედ სამჯერ, საჯარიმო ქულების
გარეშე იასპარეზა.
ორივე სარბოლო ავტომობილი აღჭურვილია სერია
ინჯენიუმის 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის
ძალას აღწევს. ორივე FIA-ს სპეციფიკაციების შესაბამისად დამზადდა. მათ აქვთ უფრო
მძლავრი მუხრუჭები და სტანდარტულთან შედარებით დარბილებული საკიდარი. ორივე
ეკიპირებულია დამცავი კარკასით, სალონში ორი სარბოლო სავარძელი განლაგდა,
რომლებსაც ექვსწერტილოვანი ღვედები ემსახურება. კაპოტზე კი განათების დამატებითი
ბლოკი განლაგდა.
საკიდარში გამოყენებულ ამორტიზატორებს რეგულირების
სამი პოზიცია აქვს, რაც სხვადასხვა ტიპის ტრასებისთვის ავტომობილის უკეთ მომართვის
საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ამორტიზატორებს სფერული სახსრები აქვს, რაც
მილისებზე ზუსტად მუშაობს. გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი, ხელის ჰიდრავლიკური
მუხრუჭი, სარბოლო ბორბლები და გრუნტიანი გზების შესაფერისი საბურავები ის
ეკიპირებაა, რაც რთულ გზებზე ავტომობილის საუკეთესო მანევრულობას უზრუნველყოფს.
ავტომობილებს
ტესტირება სამხრეთ უელსში, რალის ერთ-ერთ ეტაპზე ჩაუტარდა, სადაც მათ შესაშური სისწრაფე
და შესაძლებლობები გამოავლინეს. ამიერიდან კი ორივე „იაგუარის“ საზეიმო
ღონისძიებათა მონაწილე გახდება.
No comments:
Post a Comment