„იაგუარის“ ელექტრომობილი „I-პეისი“ შოტლანდიის წლის
ავტომობილად დაასახელეს. გარდა ამისა, ამავე ავტომობილს წილად ალტერნტიულ საწვავზე
მომუშავე საუკეთესო ავტომობილის წოდებაც ხვდა. ამავე კონკურსის ჟიურიმ, უგზოობის საუკეთესო
ავტომობილად, „იაგუარ E-პეისი“ დაასახელა.
რამდენიმე დღით ადრე, „იაგუარის“ პირველი სერიული
ელექტრომობილი, გერმანიის წლის ავტომობილი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა „იაგუარი“
გერმანიაში ამ კონკურსს იგებს. ამასთან, „I-პეისისთვის“ ეს ზედიზედ მეოთხე აღიარებაა.
გარდა იმისა, რომ ელექტრომობილია, ქროსოვერი „I-პეისი“
სპორტული ავტომობილისთვის შესაფერისი მახასიათებლებითაც გამოირეჩევა - ადგილიდან 100
კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 4.5 წამში შეუძლია. მისი სვლის სიშორე კი 470 კილომეტრის ფარგლებშია
(WLTP ციკლით).
სტანდარტული (50 კილოვატიანი) დასამუხტი სისტემით, „I-პეისის“
ელემენტების ბლოკის 80 პროცენტით შევსებას 85 წუთი სჭირდება. სახლის დასამუხტი
სისტემით (7 კილოვატი) კი, იგივე რაოდენობით ენერგიის მისაღებად, 10 საათია
საჭირო.
„იაგუარ
I-პეისი“ ბაზარზე მარტში გამოვიდა და მას შემდეგ, მთელს მსოფლიოში, 16 ჯილდოს
მოპოვება მოასწრო. მათ შორისაა „სანდი თაიმსის“ წლის ავტომობილის წოდება, ასევე გამოცემების,
„ავტო ექსპრესის“ და T3-ის მსგავსი აღიარებები და გამოცემა „ავტოქარის“ პრიზი „გეიმ
ჩეინჯერ“ (პირდაპირი მნიშვნელობით, თამაშის შემცვლელი - იგულისხმება ნოვატორი).
No comments:
Post a Comment