Thursday, November 15, 2018

„რეინჯ როვერ ევოუკი“ პრემიერისთვის ემზადება

„ლენდ როვერი“ 22 ნოემბერს თავის ყველაზე გაყიდვად მოდელ „რეინჯ როვერ ევოუკის“ ახალი თაობის ავტომობილს წარმოგვიდგენს. წინასაპრემიერო დღეებში კი, კომპანიამ ლონდონის ყველაზე გამორჩეულ ადგილებში, ამ ახალი ავტომობილის მავთულებით შესრულებული სკულპტურები განალაგა. ეს სკულპტურები ახალი „ევოუკის“ სტილზე ზოგად წარმოდგენას გვიქმნის და რაც მთავარია, მისადმი ინტერესს აღვივებს.

პირველი „ევოუკი“ ბაზარზე 2010 წელს გამოვიდა და არაერთი პრესტიჟული კონკურსის მოგების გარდა, სწრაფად მოიპოვა „ლენდ როვერის“ ბესტ სელერის სტატუსი. სწორედ ამ ავტომობილით დაიწყო კომპანიის გაყიდვების საგრძნობი ზრდა. მეორე თაობის მოდელიც ინჟინერთა იმავე გუნდმა შეიმუშავა, რომელმაც პირველი „ევოუკი“ შექმნა.

ახალი „ევოუკი“ იმავე პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელზეც „დისქავერი სპორტი“ (მისი დებიუტი 2014 წელს შედგა). სხვათა შორის, სწორედ ამ უკანასკნელმა ჩამოართვა „ევოუკს“ კომპანიის ბესტ სელერის წოდება.
ლონდონური პრეზენტაციის შემდეგ, მალევე ახალი „ევოუკი“ ლოს ანჯელესში გაიგზავნება, სადაც იქაურ ავტო შოუზე, მისი მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

No comments:

Post a Comment