„იაგუარ ლენდ როვერმა“ დაადასტურა, რომ ბუდაპეშტში ტექნიკურ
საინჟინრო ცენტრს 2019 წლის დასაწყისში გახსნის. ახალი ცენტრის ინჟინრები,
კომპანიის მიწოდების ევროპულ ქსელთან ერთად, იმაზე იმუშავებენ, რომ ცენტრალურ და
აღმოსავლეთ ევროპაში, ნაწილების და ცალკეული კომპონენტების მიმწოდებლებს გაუწიონ
კოორდინაცია.
ბუდაპეშტის ტექნიკურ საინჟინრო ცენტრში სულ 100
კვალიფიცირებული ინჟინერი იმუშავებს. მსგავსი ცენტრები უკვე მუშაობს ბრიტანეთში, ირლანდიაში,
ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ბრიტანული კომპანიის განცხადებით, უნგრეთი ამ
ქვეყანაში საავტომობილო ინჟინერიის მდიდარი ისტორიის გამო შეირჩა. ამ ქვეყანაში
სამი გერმანული კომპანია, წლიურად ჯამში 400 000 ავტომობილს აწარმოებს.
„იაგუარ ლენდ როვერის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკ
როჯერსი, ვინც პოროდუქციის ინჟინერიის საქმეს უძღვება ამბობს, რომ ბუდაპეშტის
ცენტრი მჭიდროდ ითანამშრომლებს კომპანიის მიმწოდებლებთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ
ევროპაში.
„იაგუარ ლენდ როვერს“ ახალი ცენტრისთვის,
სხვადასხვა სფეროს გამოცდილი ინჟინრების დაქირავების პროცესი უკვე დაწყებული აქვს.
No comments:
Post a Comment