Monday, November 26, 2018

„იაგუარ I-პეისი“ კონკურს ევროპის 2019 წლის ავტომობილის ფინალში


ევროპულ ბაზარზე წელს ბევრი ახალი ავტომობილი გამოვიდა. მაგრამ მათგან მხოლოდ 38 მონაწილეობდა ტრადიციულ კონკურს ევროპის წლის ავრომობილის პირველ ეტაპზე. ამის მიზეზი ისაა, რომ კონკურსის პირობებით, ახალი ავტომობილი მინიმუმ ხუთი ქვეყნის ბაზარზე უნდა იყიდებოდეს.

პირველი ეტაპის პროცედურების შემდეგ, კონკურსუს ჟიურიმ ფინალისთვის შვიდი აარჩია, რომელთა შორის საუკეთესოსაც, ჟენევის მომავალი წლის მოტორ შოუზე, 4 მარტს დაასახელებს. ფინალისტთა შორისაა „იაგუარის“ ისტორიაში პირველი ელექტრომობილი „I-პეისი“, რომელსაც არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მოგებული და ახლახანს, გერმანიის წლის ავტომობილად დასახელდა.
ჟიურიში საავტომობილო თემაზე მწერალი 60 ევროპელი ჟურნალისტი და ავტოგამოცემების რედაქტორი შედის. თითოეულის განკარგულებაში 25 ქულაა, რომლებსაც ისინი ფინალისტებს საკუთარი შეხედულებისამებრ გაუნაწილებენ.

No comments:

Post a Comment