„იაგუარის“ პირველი ელექტრომობილი „I-პეისი“
გერმანიაში წლის ავტომობილად დაასახელეს.
კონკურსის ჟიურიში 12 ექსპერტი ჟურნალისტი შედიოდა,
რომლებმაც 59 ავტომობილის შედარებითი ტესტი ჩაატარეს. მათი შეფასებით, „იაგუარის“
ელექტრომობილი, დახვეწილი სტილის გარდა, პრაქტიკულობით, საუკეთესო ტექნიკური
მახასიათებლებით და დინამიურობითაც გამოირჩევა.
ჟიურის წევრი და სპიკერი იენს მაინერსი ამბობს, რომ
შედარებითი ტესტებისას, რომლებიც ბილსტერ ბერგის ავტოდრომზე ჩატარდა, „იაგუარის“
ელექტრომობილმა, ფინალში ხუთივე ძლიერ მეტოქეზე უკეთესი შეფასებები დაიმსახურა.
„ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ჩვენმა პირველმა
ელექტრომობილმა, ეს აღიარება გერმანული მედიისგან მიიღო. ასეთი ჯილდოს მიღება
ქვეყანაში, რომელიც პრემიუმ ბრენდების სამშობლოა, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა“,
- განაცხადა „იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარმა აღმასრულებელმა, პროფესორმა რალფ
სპეტმა (ფოტოზე მარცხნივ, „იაგუარის დიზაინის შეფ იალ ქალუმთან ერთად).
ცნობისათვის,
„იაგუარ I-პეისი“ ასევე გასულია ქალთა მსოფლიოს წლის ავტომობილის კონკურსის ფინალში,
რომლის გამარჯვებულიც 12 ნოემბერს გამოცხადდება.
No comments:
Post a Comment