Thursday, May 31, 2018

„დისქავერი სპორტის“ ახალი ვერსია „ლენდმარკ“


„ლენდ როვერმა“ თავის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადი მოდლის, „დისქავერი სპორტის“ ვერსია „ლენდმარკი“ გამოუშვა. მისი პრემიერა, ბრენდის დაარსებიდან 70-ე წელთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაემთხვა. ახალი ვერსია ხელმისაწვდომია 2.0-ლიტრიანი Td4 დიზელით (180 ცხენის ძალა) და სერია ინჯენიუმის ასევე 2.0-ლიტრიანი Si4 (240 ცხენის ძალა) ძრავებით, რომლებიც ევრო6 სტანდარტს აკმაყოფილებს.

Monday, May 28, 2018

„იაგუარ ლენდ როვერი“ ახალ მოდელებსა და ტექნოლოგიებზე 4.5 მილიარდ სტერლინგს დახარჯავს


„იაგუარ ლენდ როვერი“ მიმდინარე ფინანსურ წელიწადში, 4.5 მილიარდი სტერლინგის (დაახლოებით 5.3 მილიარდი დოლარი) ინვესტირებას გეგმავს, რის უდიდესი ნაწილიც, ახალი მოდელების და ტექნოლოგიების შემუშავებასა და დანერგვას მოხმარდება. ამას კი გაყიდვების და მოგების კიდევ უფრო მეტად ზრდა უნდა მოჰყვეს.

Saturday, May 26, 2018

„იაგუარ ლენდ როვერმა“ ფინანსური წლის შედეგები შეაჯამა


„იაგუარ ლენდ როვერმა“ თავისი ფინანსური წლის შედეგები შეაჯამა, რომელთა შესაბამისადაც, 31 მარტისთვის მისი მოგება გადასახადის გადახდამდე 1.5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. შემოსავალი 6 პროცენტით, 25.8 მილიარდ გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა. სულ 614 309 ავტომობილი გაიყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1.7 პროცენტით მეტია.

Monday, May 21, 2018

„იაგუარ SVO“ ახალ „პროჯექტ 9-ზე“ მუშაობს

F-ტაიპ პროჯექტ 7

„იაგუარ ლენდ როვერის“ ჯგუფის სპეციალური პროექტების შტო SVO-ს ჯერაც არ დაუწყია მოდელ „XE SV პროჯექტ 8-ს“ წარმოება. ამ ავტომობილს წარმოების დაწყებამდე ჩაუტარდა მოდიფიკაცია, რის შემდეგაც ის კიდევ უფრო ტემპერამენტიანი და სწრაფი გახდა.

Saturday, May 19, 2018

„იაგუარმა“ უგზოობის „F-პეისი“ განაახლა

„იაგუარმა“ თავისი პირველი უგზოობის მოდელი „F-პეისი“ განაახლა, რომელიც მის გამაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მყიდველს უკვე შეუძლია ამ ავტომობილის ვერსია SVR-ის შეკვეთა.

Tuesday, May 15, 2018

„იაგუარი“ მწვანე ჯოჯოხეთის ტაქსის როლში


„იაგუარმა“ ნურბურგრინგის ლეგენდარულ ტრეკზე, რომელსაც ხშირად მწვანე ჯოჯოხეთად მოიხსენიებენ, სარბოლო ტაქსის სერვისი ჩამოაყალიბა. ის ნებისმიერ მსურველს ტრეკზე სარბოლო რეჟიმში, მგზავრის როლში გასეირნებას სთავაზობს. ტაქსის როლში რა თქმა უნდა, ბრიტანული კომპანიის წარმოების ავტომობილებია - კუპე „F-ტაიპ SVR“ და სედანი XJR575. კლიენტებს პროფესიონალი მრბოლები მოემსახურებიან.

Thursday, May 10, 2018

ორი ახალი ძრავი „რეინჯ როვერ ველარისთვის“


„ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ „რეინჯ როვერ ველარის“ ძრავების გამას ორი ახალი აგრეგატი დაემატება. გარდა ამისა, ავტომობილის ეკიპირებაში, უსაფრთხოების რამდენიმე ახალი ტექნოლოგიაც შევა. შეგახსენებთ, რომ ამ ავტომობილმა ახლახანს „მსოფლიოს წლის ავტომობილის“ კონკურსში, საუკეთესო დიზაინის კატეგორიაში გაიმარჯვა.

Sunday, May 6, 2018

„იაგუარმა“ სედანი „XE SV პროჯექტ 8“ წარმოების დაწყებამდე გააუმჯობესა

„იაგუარ ლენდ როვერის“ სპეცალური პროექტების შტო, „სპეშლ ვიიქლ ოპერეიშენზ“ (SVO) წარმოებისთვის ამზადებს „იაგუარის“ ყველაზე სწრაფ სედანს, „XE SV პროჯექტ 8“. ქოვენთრის ტექნიკური ცენტრი, ტემპერამენტიან სედანს ივნისში გამოუშვებს, თუმცა ბრიტანულმა კომპანიამ მისი მოდიფიცირება, წარმოების დაწყებამდე გადაწყვიტა.

„ლენდ როვერის“ 70 წელიწადი

„ლენდ როვერმა“ საკუთარ 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გლობალური მასშტაბით, სატელევიზიო გადაცემა მოაწყო, რომელშიც კომპანიასთან და მის ისტორიასთან დაკავშირებული პიროვნებების გარდა, ის ავტომობილებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც ბრიტანულ ბრენდს სახელი გაუთქვას.

Tuesday, May 1, 2018

„იაგუარმა“ სედან XJ-ს 50 წლის იუბილე აღნიშნა

„იაგუარმა“ თავის სედან XJ-ს სპეციალური მოდიფიკაცია შეიმუშავა, რომელიც ამ მოდელის წარმოების დაწყებიდან 50 წლის იუბილეს დაუკავშირდა. სწორედ ამდენი ხნის განმავლობაში, ეს ავტომობილი წარმატებული ბიზნესმენბის, პოლიტიკოსების, სელებრიტების და სამეფო ოჯახებისთვისაც კი, გადაადგილების ჩვეული საშუალება იყო და არის. სპეც ვერსია XJ50-ის პრემიერა პეკინის მოტორ შოუზე ჩატარდა.