Saturday, May 19, 2018

„იაგუარმა“ უგზოობის „F-პეისი“ განაახლა

„იაგუარმა“ თავისი პირველი უგზოობის მოდელი „F-პეისი“ განაახლა, რომელიც მის გამაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მყიდველს უკვე შეუძლია ამ ავტომობილის ვერსია SVR-ის შეკვეთა.

„იაგუარ F-პეის SVR“ აღჭურვილია ბრიტანული კომპანიის წარმოების 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 550 ცხენის ძალას 680 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ ძრავით ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 4.1 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 283 კმ/სთ-ს აღწევს.
გარდა ამ ვერსიისა, საბაზო მოდელის სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა: ახალი ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი საჭის დამხმარე სისტემით, ზოლის ცენტრში მოძრაობის დამხმარე სისტემა, ასევე სტოპ ენდ გოუ, რომლის წყალობითაც ქალაქში გადაადგილებაც გაადვილდება და საწვავის ხარჯიც შემცირდება. ახალია საგანგებო დამუხრუჭების სისტემა, რომელიც მაშინაც კი მუშაობს, როცა სიჩქარე 160 კმ/ს აღწევს.

სალონის სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა ინფოტაინმენტ სისტემის ახალი, 10-დუიმიანი სენსორული ეკრანი. მყიდველს შეუძლია აარჩიოს ახალი სპორტული სავარძლები. ეკიპირებაში ასევე არის უკანა ხედვის სარკე ჩარჩოს გარეშე, მეტალის პედლები, პრემიუმ ხალიჩები, კარბონის ფაქტურით გაფორმებული კარები და სხვა. ბენზინის ყველა ძრავი ეკიპირებულია ახალი ფილტრებით. ასევე სერია ინჯენიუმის 2.0 და 3.0-ლიტრიანი ძრავებით აღჭურვილი „F-პეისი“, უფრო დიდი მოცულობის საწვავის ავზით (გაიზარდა 60-დან 82 ლიტრამდე) აღიჭურვა.

No comments:

Post a Comment