„იაგუარმა“ თავის სედან XJ-ს სპეციალური მოდიფიკაცია
შეიმუშავა, რომელიც ამ მოდელის წარმოების დაწყებიდან 50 წლის იუბილეს დაუკავშირდა.
სწორედ ამდენი ხნის განმავლობაში, ეს ავტომობილი წარმატებული ბიზნესმენბის,
პოლიტიკოსების, სელებრიტების და სამეფო ოჯახებისთვისაც კი, გადაადგილების ჩვეული
საშუალება იყო და არის. სპეც ვერსია XJ50-ის პრემიერა პეკინის მოტორ შოუზე
ჩატარდა.
სპეც ვერსია XJ50-ის განმსახვავებელი გარეგნული ნიშნებია:
ბამპერები, რომლებიც ვერსია „ავტობაიოგრაფისგან“ არის აღებული, სპეციალური დიზაინით
შესრულებული 20-დუიმიანი ბორბლები, რადატორის შავი ცხაური, ასევე XJ50 ემბლემის წარწერები.
სალონში ყურადღებას იქცევს სავარძლები, რომლის
ტყავსაც რომბის ფორმის ნაკერები აქვს. მათზეც და წინა სავარძლებს შორის არსებულ
იდაყვის საყრდენებზეც, XJ50-ს ემბლემებია ამოტვიფრული. საიუბილეო ვერსია მზადდება
როგორც სტანდარტულ, ასევე გრძელბაზიანი სედანის ბაზაზე. ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის
3.0-ლიტრიანი და დიზელის ასეთივე მოცულობის ძრავებით, რომლებიც შესაბამისად, 340 და
300 ცხენის ძალას ავითარებს.
საიუბილეო ვერსია „იაგუარ XJ50“ მსოფლიოს 100
ქვეყანაში გაიყიდება. ბრიტანულ ბაზარზე მისი ფასი 74.2 გირვანქა სტერლინგია.
ცნობისათვის,
ბრიტანულმა კომპანიამ XJ-ს სახელით სედანის წარმოება 1968 წელს დაიწყო. მალე
ავტომობილი 12-ცილინდრან აგრეგატით აღიჭურვა და გახდა მსოფლიოში პირველი სერიული სედანი,
რომლის კაპოტქვეშაც ასეთი მრავალცილინდრიანი ძრავი განლაგდა. ავტომობილის
მაქსიმალური სიჩქარე საათში 225 კილომეტრი იყო. ასეთი სიჩქარით კი მაშინ მსოფლიოში
ვერცერთი სერიული სედანი ვერ დაიკვეხნიდა.
No comments:
Post a Comment