Thursday, May 31, 2018

„დისქავერი სპორტის“ ახალი ვერსია „ლენდმარკ“


„ლენდ როვერმა“ თავის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადი მოდლის, „დისქავერი სპორტის“ ვერსია „ლენდმარკი“ გამოუშვა. მისი პრემიერა, ბრენდის დაარსებიდან 70-ე წელთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაემთხვა. ახალი ვერსია ხელმისაწვდომია 2.0-ლიტრიანი Td4 დიზელით (180 ცხენის ძალა) და სერია ინჯენიუმის ასევე 2.0-ლიტრიანი Si4 (240 ცხენის ძალა) ძრავებით, რომლებიც ევრო6 სტანდარტს აკმაყოფილებს.

ვერსია „ლენდმარკი“ თავის მომხმრებლებს შესთავაზებს ყველაფერ საუკეთესოს, რაც „დისქავერი სპორტს“ ახასიათებს. გარდა ამისა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ფერებში გამოეწყო და მისი სალონიც განსხვავებულად გაფორმდა.
ცნობისათვის, პირველი მოდელი, რომელიც „ლენდ როვერის“ დაბადების დღეს (30 აპრილს) ჰელივუდის ქარხანამ გამოუშვა, სწორედ „დისქავერი სპორტი“ იყო. კომპანია თავის იუბილესთან დაკავშირებულ სხვა სპეც მოდელებსაც ამავე ავტომობილის ბაზაზე გამოუშვებს. მათ შორის პირველი პროექტის შესახებ, კომპანია ივნისში გამოაცხადებს.
„დისქავერი სპორტ ლენდმარკისთვის“ სულ სამი უნიკალური ფერია გამოყოფილი: შავი (ნარვიკ ბლექ), ნაცრისფერი (კორის გრეი) და თეთრი (იულონგ უაით). სამივესთან შეხამებულია ნაცრისფერში (კარპატიან გრეი) შესრულებული სახურავი. ავტომობილს აქვს განსხვავებული წინა ბამპერი, რომელიც დინამიურ სტილშია შესრულებული, 19-დუიმიანი ბორბლები კი მუქ ნაცრისფერშია შესრულებული.
„ლენდ როვერის“ მარკეტინგს დირექტორი ფინბარ მაკფოლი ამბობს, რომ 2014 წლის შემდეგ, რაც ამ მოდელის წარმოება დაიწყო, კომპანიამ 350 ათასზე მეტი „დისქავერი სპორტი“ გაყიდა. შარშან კი ეს მოდელი 126 078 ცალი გაიყიდა. „ლენდ როვერის“ ისტორიაში, ერთ წელიწადში ერთი ცალკეული მოდელი ასე ბევრი არასდროს გაყიდულა.

No comments:

Post a Comment