Monday, May 21, 2018

„იაგუარ SVO“ ახალ „პროჯექტ 9-ზე“ მუშაობს

F-ტაიპ პროჯექტ 7

„იაგუარ ლენდ როვერის“ ჯგუფის სპეციალური პროექტების შტო SVO-ს ჯერაც არ დაუწყია მოდელ „XE SV პროჯექტ 8-ს“ წარმოება. ამ ავტომობილს წარმოების დაწყებამდე ჩაუტარდა მოდიფიკაცია, რის შემდეგაც ის კიდევ უფრო ტემპერამენტიანი და სწრაფი გახდა.

ბრიტანულ კომპანიას კი უკვე დაწყებული აქვს ფიქრი იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ახალი ავტომობილი, რომელსაც მოდელ „პროჯექტ 9-ს“ გამოუშვებს. ამის თაობაზე, გამოცემა „ტოპ გეარს“, SVO-ს შეფმ ჯონ ედვარდსმა განუცხადა: „გავაკეთებთ პროჯექტ 9-საც. მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს რა ტიპის ავტომობილი იქნება ეს. აუცილებელი არაა, რომ სპორტული იყოს. წინსვლასთან ერთად, ჩვენ წესებსაც ვცვლით“.
ეს კი ნიშნავს, რომ ახალ პროექტს კომპანია ახალი ფილოსოფიით მიუდგება. შეგახსენებთ, რომ წინა ორი მოდლი - „F-ტაიპ პროჯექტ 7“, ასევე „XE SV პროჯექტ 8“, საბაზო მოდელების (შესაბამისად, F-ტაიპ-ის და XE SV-ს) ტემპერამენტიანი ვერსიებია.
„F-ტაიპ პროჯექტ 7“ 2014 წელს მომზადდა. მისი ძარა, ლემანის ტრიუმფატორ (1955 წლის რბოლაში) „D ტაიპის“ შთაგონებით შემუშავდა და როდსტერ „F-ტაიპ-ის“ ბაზაზე დამზადდა. ის აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 575 ცხენის ძალას და 680 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მას ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.9 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ის დონეზე შეუზღუდეს.
XE SV პროჯექტ 8
რაც შეეხება „XE SV პროჯექტ 8-ს“, ეს არის ოთხკარიანი XE-ს სპეც ვერსია, რომელიც თავიდან იმავე აგრეგატით აღიჭურვა, რითაც წინა მოდელი. მაგრამ როგორც უკვე ითქვა, წარმოების დაწყებამდე ჩაუტარდა მოდიფიკაცია. ძრავის სიმძლავრე 600 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაქსიმალურმა მომენტმა კი 700 ნიუტოინმეტრს მიაღწია. ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.5 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი სათში 322 კილომეტრია.
სხვათა შორის, მოდიფიკაციამდე ეს ავტომობილი ნურბურგრინგზე სერიული სედანების რეკორდსმენი გახდა - 20-კილომეტრიანი 7 წუთსა და 21.23 წამში გაიარა. „იაგუარი“ მას მხოლოდ 300 ცალს დაამზადებს და თითოს 150 000 სტერლინგად გაჰყიდის. „F-ტაიპ პროჯექტ 7“ მხოლოდ 250 ცალი დამზადდა.

No comments:

Post a Comment