„იაგუარმა“ ნურბურგრინგის ლეგენდარულ ტრეკზე,
რომელსაც ხშირად მწვანე ჯოჯოხეთად მოიხსენიებენ, სარბოლო ტაქსის სერვისი ჩამოაყალიბა.
ის ნებისმიერ მსურველს ტრეკზე სარბოლო რეჟიმში, მგზავრის როლში გასეირნებას სთავაზობს.
ტაქსის როლში რა თქმა უნდა, ბრიტანული კომპანიის წარმოების ავტომობილებია - კუპე „F-ტაიპ SVR“
და სედანი XJR575.
კლიენტებს პროფესიონალი მრბოლები მოემსახურებიან.
სარბოლო რეჟიმში ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე ერთ
წრეზე (20.83 კმ) გასეირნების ფასი 199 ევროა. მსურველებს მისი დაჯავშნა ინტერნეტით,
სპეციალურ საიტზე შეუძლიათ. უჩვეულო მგზავრობის შემდეგ, კლიენტები საკუთარი „რბოლის“
ჩანაწერს მიიღებენ.
კუპეც და სედანიც 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით არის
აღჭურვილი, რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 575 ცხენის ძალას
ავითარებს. მისი მეშვეობით, კუპეს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 3.7 წამში
შეუძლია, უფრო მძიმე სედანს კი იმავე აჩქარებისთვის 4.4 წამი ჰყოფნის. შესაბამისად,
მათი მაქსიმალური სიჩქარეა 322 და 300 კმ/სთ.
„იაგუარი“ სარბოლო ტაქსის პროგრამას ნოემბრამდე
ამუშავებს, შემდეგ კი ის შეყწდება. მგზავრების ასაკი მინიმუმ 18 წელი უნდა იყოს. კუპეს
მხოლოდ ერთი მგზავრის გასეირნება შეუძლია, სედანში კი, სურვილის შემთხვევაში, მძაფრი
შეგრძნების სამი მოყვარული შეიძლება განთავსდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, გასეირნების
ერთი წრის ფასი უცვლელია და 199 ევროა.
No comments:
Post a Comment