„ლენდ როვერმა“ საკუთარ 70 წლის იუბილესთან
დაკავშირებით, გლობალური მასშტაბით, სატელევიზიო გადაცემა მოაწყო, რომელშიც
კომპანიასთან და მის ისტორიასთან დაკავშირებული პიროვნებების გარდა, ის
ავტომობილებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც ბრიტანულ ბრენდს სახელი გაუთქვას.
საიუბილეო ღონისძიება 30 აპრილს ჩატარდა, ზუსტად იმ
დღეს, როცა 70 წლის წინათ, ამსტერდამის მოტრ შოუზე, „ლენდ როვერის“ პირველი
ავტომობილის დებიუტი შედგა. ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ცოტა ხანში მოხდა
და ავტომობილი იმ დროისთვის შესაფერისი იყო. მოგვიანებით კი ის კომპანიის
ინჟინრებმა უგზოობის ნამდვილ მეფედ გარდაქმნეს.
დღეს „ლენდ როვერი“ მთელს მსოფლიოში აღიარებულია,
როგორც უგზოობის საუკეთესო ავტომობილების მწარმოებელი. კომპანიას სულ 7 მილიონი
ავტომობილი აქვს გაყიდული, რაც საკმაოდ ბევრია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ
ათწლეულების განმავლობაში, მისი საწარმოო პროგრამა მხოლოდ თითო-ოროლა მოდელს
ითვლიდა.
ამჟამად „ლენდ როვერის“ დიდ ოჯახში სამი პატარა
ოჯახია გაერთიანებული, რომლებიც ხასიათით მსგავს ავტომობილებს აერთიანებენ. ესენია
„დიფენდერი“, „დისქავერი“ და „რეინჯ როვერი“. ამ ეტაპზე, „დიფენდერის“ ოჯახი ცარიელია,
თუმცა მას მალე შეავსებს ახალი თაობის „დიფენდერი“ და მისი ნათესავები.
„ლენდ როვერი თავის ერთადერთ მოდელთან ერთად
დაიბადა. ამჟამად კი ჩვენ უგზოობის ავტომობილები, ინოვაციების სულისკვეთებით არის
განმსჭვალული, რითაც საუკეთესოდ ახასიათებენ „ლენდ როვერს“ და მის მიერ გავლილ 70
წელს. ჩვენი ოჯახი, რომელიც „დიფენდერის“, „დისქავერის“ და „რეინჯ როვერის“
მოდლებისგან შედგება, მომხმარებლებს შეუდარებელი შესაძლებლობებით,
მრავალმხრივობით, მდიდრულობით და ბევრი იმ თვისებით ხიბლავენ, რომლებიც შემდგომი
70 წლისთვის, ახალი წარმატებების საფუძველს ქმნის. „ლენდ როვერი“ არის უფრო მეტი, ვიდრე
ყველაზე უნარიანი ავტომობილები. ისინი, ადამიანებს ვნებისა და თავგადასავლებისადმი
განაწყობს. ჩვენი თანამშრომლები, მომხმარებლები და ენთუზიასტები, ერთ ოჯახს
ქმნიან, რაც „ლენდ როვერს“ განსაკუთრებულობას სძენს“, - ამბობს „იაგუარ ლენდ
როვერის“ მთავარი აღმასრულებელი, პროფესორი რალფ სპეტი.
ლენდ როვერის
ისტორია მოკლედ
1948 - ამსტერდამის მოტორ შოუზე შედგა „ლენდ როვერ
სერიზ I-ის“ პრემიერა;
1953 - გამოვიდა „სერიზ I-ის“ გრძელბაზიანი ვერსია;
1956 - ოქსფორდის და კემბრიჯის გუნდებმა „სერიზ I-ით“
ლონდონი სინგაპურის ექსპედიციაში მიიღეს მონაწილეობა;
1958 – „ლენდ როვერმა“ უფრო დახვეწილი დიზაინის
მქონე „სერიზ II“ გამოუშვა;
1970 – გამოვიდა პირველი, ორკარიანი „რეინჯ
როვერი“;
1971 - გამოვიდა „ლენდ როვერ სერიზ III“;
1972 – „რეინჯ როვერით“ შესრულდა 18 000-მილიანი ტრანს-ამერიკული
ექსპედიცია;
1976 – „ლენდ როვერმა“ მემილიონე ავტომობილი
გამოუშვა;
1979 – „რეინჯ როვერმა“ პარიზ-დაკარის პირველი
რბოლა მოიგო და ეს მიღწევა 1981 წელსაც გაიმეორა;
1981 – „ლენდ როვერმა“ დაიწყო „ქემელ ტროფის“
პარტნიორობა;
1981 - გამოვიდა ოთხკარიანი „რეინჯ როვერი“;
1989 – „ლენდ როვერმა“ მესამე მოდელის -
„დისქავერის“ წარმოება დაიწყო;
1990 - ორიგინალურ „ლენდის“ სახელად „დიფენდერი“
დაარქვეს;
1994 - გამოვიდა მეორე თაობის „რეინჯ როვერი“;
1997 - გამოვიდა სრულიად ახალი მოდელი - „ფრილენდერი“,
რომელიც დაღმართში მოძრაობის კონტროლის სისტემით იყო აღჭურვილი;
2001 - გამოვიდა მესამე თაობის „რეინჯ როვერი“,
რომელიც სრულად დამოუკიდებელი პნევმატური საკიდარით არის აღჭურვილი;
2003 - ჩატარდა პირველი G4 ჩელენჯი, რომლის
მონაწილე 16-მა გუნდმაც აშშ-ის, სამხრეთ აფრიკის და ავსტრალიის ტერიტორიაზე
იმოგზაურა;
2004 - დამზადდა კონცეპტი „რეინჯ შტორმერი“,
რომელიც სპორტული და სამკარიანი „რეინჯ როვერის“ წინამორბედია;
2004 - ნიუ იორკის მოტორ შოუზე, მესამე თაობის
„დისქავერი 3-ის“, იგივე LR3-ის პრემიერა შედგა;
2005 - გამოვიდა პირველი „რეინჯ როვერ სპორტი“;
2006 - გამოვიდა „ფრილენდერ 2“ (იგივე LR2). ესაა
„ლენდ როვერის“ პირველი ავტომობილი, რომელიც ჰელივუდის ქარხანამ გამოუშვა;
2008 - კონცეპტ LRX-ით კომპანიამ მდიდრული უგზოობის
კომპაქტური მოდელის სტილი გვიჩვენა;
2009 - გამოვიდა მეოთხე თაობის „დისქავერი“;
2010 - შედგა კომპაქტური „რეინჯ როვერ ევოუკის“
მსოფლიო პრემიერა;
2012 - გამოვიდა მეოთხე თაობის „რეინჯ როვერი“,
რომელიც ალუმინისგან არის დამზადებული;
2013 - ნიუ იორკის მოტორ შოუზე გაიმართა მეორე
თაობის „რეინჯ როვერ სპორტის“ პრემიერა;
2014 - მუშაობა დაიწყო სპეც მოდელების მწარმოებელმა
შტო SVO-მ (სპეშლ ვიიქლ ოპერეიშენზ);
2014 - გამოვიდა „რეინჯ როვერ სპორტ SVR“, რომელიც
გახდა ყველაზე მძლავრი, სწრაფი და სხარტი „ლენდ როვერი“;
2014 - კონცეპტ „დისქავერი ვიჟენს“ სახით, „ლენდ როვერმა“
„დისქავერის“ ახალი ოჯახის ავტომობილების სტილი გვიჩვენა;
2014 - გამოვიდა „დსქავერი სპორტი“ - პრემიუმ
კომპაქტური SUV ადგილების 5+2 ფორმულით;
2015 - ნუ იორკის შოუზე შედგა გრძელბაზიანი „რეინჯ
როვერ SVავტობაიოგრაფის“ პრემიერა;
2015 - გამოვიდა „ევოუკის“ კაბრიოლეტის ძარიანი
ვერსია „ევოუკ კონვერტაიბლი“;
2016 - „ლენდ როვერმა“ მოდელ „დიფენდერის“ წარმოება
შეწყვიტა;
2016 - გამოვიდა ახალი თაობის „დისქავერი“;
2017 – „ლენდ როვერმა“ „რეინჯ როვერის“ ოჯახის
მეოთხე წევრი - „ველარი“ გამოუშვა;
2018
- ჟენევის მოტორ შოუზე, „რეინჯ როვერ SV კუპეს“ პრემიერა გაიმართა...
No comments:
Post a Comment