„იაგუარ ლენდ როვერი“ მიმდინარე ფინანსურ წელიწადში,
4.5 მილიარდი სტერლინგის (დაახლოებით 5.3 მილიარდი დოლარი) ინვესტირებას გეგმავს,
რის უდიდესი ნაწილიც, ახალი მოდელების და ტექნოლოგიების შემუშავებასა და დანერგვას
მოხმარდება. ამას კი გაყიდვების და მოგების კიდევ უფრო მეტად ზრდა უნდა მოჰყვეს.
„ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ არაპროპორციულ
ინვესტირებას ახალ ავტომობილებზე, საწარმოებსა და შემდეგი თაობის საავტომობილო
ტექნოლოგიების განვითარებაზე. ეს ეხება როგორც ავტონომიურ, ასევე კავშირზე მყოფ და
ელექტრულ ავტომობილებს“, - ამბობს ბრიტანული კომპანიის მთავარი აღმასრულებელი,
პროფესორი რალფ სპეტი.
ამჟამად „იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარი საზრუნავი, ახალი
„დიფენდერის“ წარმოებისთვის მომზადება და გამოშვებაა. გარდა ამისა, ინტენსიურად
მიმდინარეობს „იაგუარის“ სამოდელო გამის უგზოობის მოდელებით შევსება. და რა თქმა
უნდა, კომპანიის პრიორიტეტია ელექტრომობილები - „იაგუარ I-პეისის“ (ფოტოზე) გამოშვებამ
ცხადყო, რომ ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი პერსპექტიული იყო, რაც
შესაბამისი ტექნოლოგიების შემდგომი განვითარებისთვის შესანიშნავი სტიმულია.
კომპანიის ზრდის ახალი პერსპექტივა გაჩნდა იქ,
სადაც ის ისედაც კარგად ვითარდებოდა. ესაა ჩინეთი, სადაც შეერთებული შტატების
პრეზიდნტ დნლდ ტრამპის მიერ გატარებულ ხისტ სავაჭრო პოლიტიკას, შესაბამისი შედეგი
მოჰყვა. ჩინეთი იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფებს 25-დან 15 პროცენტამდე
ამცირებს. ეს კი პირველ რიგში, პრემიუმ სეგმენტის ავტომობილების იმპორტიორებს
აწყობთ, როგორიც „იაგუარ ლენდ როვერიცაა“.
No comments:
Post a Comment