„ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ „რეინჯ როვერ
ველარის“ ძრავების გამას ორი ახალი აგრეგატი დაემატება. გარდა ამისა, ავტომობილის
ეკიპირებაში, უსაფრთხოების რამდენიმე ახალი ტექნოლოგიაც შევა. შეგახსენებთ, რომ ამ
ავტომობილმა ახლახანს „მსოფლიოს წლის ავტომობილის“ კონკურსში, საუკეთესო დიზაინის
კატეგორიაში გაიმარჯვა.
ძრავების გამას, რომელშიც ექვსი აგრეგატი შედიოდა,
ორი ახალი დაემატა. ორივე ძრავია 3.0-ლიტრიანი V6, რომელთაგან ერთი ტურბოდიზელია,
მეორე კი - ბენზინის, მექანიკური კომპრესორით. ორივე იმავე არქიტექტურის, უფრო
მძლავრი ძრავის დეფორსირებული ვერსიაა. დიზელისა 275 ცხენის ძალას ავითარებს,
ბენზინისა კი 340 ცხენის ძალას.
ავტომობილის სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა.
ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, რომელსაც აქვს საჭის კორექტირების (ზოლის ცენტრში
მოძრაობის უზრუნველყოფით) და სტოპ ენდ გოუ (საცობებისთვის) ფუნქციებით. საჭის
კორექტირების სისტემა, ავტომობილის 0-180 კმ/სთ სიჩქარის დიაპაზონში მოქმედებს.
გარდა ამისა, ავტომობილი აღიჭურვა უკან ხედვის კამერით, წინა და უკანა პარკტრონიკით,
საგანგებო დამუხრუჭების სისტემით და მძღოლის მდგომარეობის მონიტორინგის სისტემით.
ორი საბაზო ვერსიის (ბენზინის 240-ცხენისძალიანი
ძრავით და დიზელის 300-ცხენისძალიანი ძრავით) გარდა, სხვა ყველა ვერსიის მყიდველს
საშუალება ექნება, შეუკვეთოს პნევმატური საკიდარი. ასევე შესაძლებელია ელექტრონიკით
მართვადი ამორტიზატორების (ადაპტივ დაინემიქს) შეკვეთაც. ბენზინის 2.0-ლიტრიანი
აგრეგატით აღჭურვილ ვერსიებზე კი გაიზარდა საწვავის ავზის მოცულობა (63-დან 82
ლიტრამდე).
No comments:
Post a Comment