Saturday, May 26, 2018

„იაგუარ ლენდ როვერმა“ ფინანსური წლის შედეგები შეაჯამა


„იაგუარ ლენდ როვერმა“ თავისი ფინანსური წლის შედეგები შეაჯამა, რომელთა შესაბამისადაც, 31 მარტისთვის მისი მოგება გადასახადის გადახდამდე 1.5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. შემოსავალი 6 პროცენტით, 25.8 მილიარდ გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა. სულ 614 309 ავტომობილი გაიყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1.7 პროცენტით მეტია.

კომპანიის ავტომობილების გაყიდვების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა. ამ ბაზრებზე შესაბამისად, გლობალური გაყიდვების 19.9 და 4.7 პროცენტი მოდის. იმავდროუყლად, გაყიდვები 12.8 პროცენტით შემცირდა ბრიტანეთში და 5.3 პროცენტით - დანარჩენ ევროპაში. აქ გაყიდვების შემცირება, დიზელის ძრავით აღჭურვილი ავტომობილების მიმართ გაურკვევლობამ (ევროპის ბევრ ქალაქში ასეთი ძრავები იკრძალება ან იზღუდება), ბრექსიტმა და მასთან დაკავშრებულმა გადასახადების ფაქტორმა განაპირობა.
„პირქარის მიუხედავად, ასეთი კარგი შედგები იმას მოწმობს, რომ „იაგუარ ლენდ როვერი“ მყარად ვითარდება. გაყიდვებმა ახალ სიმაღლეს მიაღწია. ბრიტანულ და ევროპულ ბაზრებზე არსებული რთული გამოწვევების მიუხედავად, მთავარ უცხოურ ბაზრებზე სოლიდური მოთხოვნის წყალობით, კარგ შედეგებს ვაღწევთ. უკვე „ათი წელია, რაც „ტატას“ მფლობელობაში ვართ და განვითარებას ვაგრძელებთ. ამისთვის ჩვენ ახალი ავტომობილების შემუშავებაში, ახალი საწარმოების გახსნასა და შემდეგი თაობის ტექნოლოგიების ათვისებაში, უშურველად ვიღებთ ინვესტიციებს“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარი აღმასრულებელი, პროფესორი რალფ შპეტი.
ფინანსური წლის განმავლობაში, ბრიტანულმა კომპანიამ 4.2 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია განახორციელა. ამ თანხის ნახევარზე მეტი, ახალი ავტომობილების გამოშვებას და ახალი ტექნოლოგიების შემუშავებას მოხმარდა. დანარჩენი კი ახალი საწარმოების ამოქმედებასა და ძველების მოდერნიზებაზე დაიხარჯა.
გაყიდვების ზრდა, ბაზარზე ახალი მოდელების გამოშვებამ უზრუნველყო. მათ შორისაა ახალი „ლენდ როვერ დსქავერი“, „რეინჯ როვერ ველარი“, რომელიც კონკურს მსოფლიოს წლის ავტომობილის საუკეთესო დიზაინის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა, ასევე ჩინურ ბაზარზე გამოვიდა გრძელბაზიანი „იაგუარ XFL“. განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს „იაგუარ F-პეისი“. 
ბაზარზე გამოვიდა სრულიად ახალი „იაგუარ I-პეისი“, რომელიც ამ ბრენდის ისტორიაში პირველი ელექტრომობილია. ახალია ასევე კომპაქტური „იაგუარ E-პეისი“, რომელიც თავის თავში სპორტული ავტომობილის თვისებებს და უგზოობის მოდელის პრაქტიკულობას აერთიანებს. გარდა ამისა, ბრიტანულმა კომპანიამ თავისი პოპულარული მოდელები - „რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“ ჰიბრიდული სისტემებით აღჭურვა.

No comments:

Post a Comment