„იაგუარ ლენდ როვერმა“ და უპილოტო ტაქსების
კომპანია „ვეიმომ“ (გუგლის ყოფილი პროექტი, რომელიც თვითმავალი ავტომობილების
შემუშავებაზე იყო ორიენტირებული), სტრატეგიული ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის
შესაბამისადაც, მხარეები ერთობლივად შეიმუშავებენ პრემიუმ კლასის უმძღოლო
ელექტრომობილს, რომელიც „ვეიმოს“ კლიენტებს მოემსახურება.
Friday, March 30, 2018
Wednesday, March 28, 2018
„იაგუარ ლენდ როვერი“ დამოუკიდებლად პარკირებაში ვარჯიშობს
„იაგუარ ლენდ როვერის“ ავტომობილები მალე დამოუკიდებლად
შეძლებენ სადგომზე თავისუფალი ადგილის მოძებნას და მის დაკავებას. და ამ დროს
საერთოდ არ დასჭირდებათ მძღოლის არც დახმარება და არც გარე პულტიდან მართვა.
Tuesday, March 27, 2018
„იაგუარ ლენდ როვერი“ ნიუ იორკის ავტო შოუზე სამ ახალ ავტომობილს წარადგენს
„იაგუარ ლენდ როვერი“ ნიუ იორკის ავტო შოუზე,
რომელიც 30 მარტს დაიწყება, სამ ახალ ავტომობილს წარადგენს, რომლებიც მხარს,
კომპანიის სრულ სამოდელო გამას დაუმშვენებენ. ამ სამეულში შედის უგზოობის „იაგუარ F-პეის
SVR“, სპორტული ელექტრო ქროსოვერი „იაგუარ I-პეისი“ და ორკარიანი „რეინჯ როვერ SV
კუპე“.
Monday, March 26, 2018
„ლენდ როვერი“ უფრო სწრაფი „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ის“ გამოშვებას აპირებს
„რეინჯ როვერ სპორტ SVR“ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე
სწრაფი და მძლავრი უგზოობის ავტომობილია. თუმცა „ლენდ როვერმა“ შესაძლოა, კიდევ უფრო
ექსტრემალური ვერსიის გამოშვება გადაწყვიტოს.
„იაგუარ I-პეისმა“ მონაკოს სარბოლო წრეზე გაინავარდა
„იაგუარმა“ თავის ისტორიაში პირველ ელექტრომობილ „I-პეისს“,
მონაკოს ქუჩებში, ის სადაც ფორმულა 1-ის რბოლები ტარდება ხოლმე, საჩვენებელი
გარბენა მოუწყო, რათა საზოგადოებისთვის ამ ავტომობილის შესაძლებლობები გაეცნო.
Sunday, March 18, 2018
„იაგუარმა“ კიდევ ერთი კლასიკა გააცოცხლა
„იაგუარმა“ ჟენევის მოტორ შოუზე თავისი კლასიკური
სედანი „იაგუარ XJ6“ წარადგინა, რომელიც სპეციალურად, ჯგუფ „აირონ მეიდენის“
დრამერ ნიკო მაკბრეინის შეკვეთით დაამზადა. ავტომობილის მეტსახელია „გრეიტესტ ჰიტს“
და მისი მეშვეობით, ბრიტანულმა კომპანიამ სერია XJ-ს 50 წლის იუბილეც აღნიშნა.
„რეინჯ როვერ სპორტ SVR-ის“ რეკორდული ასვლა ტიანმენის აღმართზე
„რეინჯ როვერ სპორტს“ არაერთი საინტერესო მიღწევა
აქვს, მაგრამ თუ ოდესმე სუპერ ავტომობილის რეკორდის გაუმჯობესებას შეძლებდა, ამას
ალბათ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. მისმა ვერსია „რეინჯ როვერ სპორტ SVR-მა“
სწორედ ეს შეძლო - ჩინეთში, ლეგენდარულ ტიანმენის აღმართის (რომელსაც დრაკონის
გზასაც ეძახიან) გავლა, „ფერარი 458 იტალიაზე“ სწრაფად მოახერხა!
Sunday, March 11, 2018
„რეინჯ როვერ ველარი“ მსოფლიოს კონკურს წლის ავტომობილის ფინალშია
ჟენევის მოტორ შოუზე, სადაც კონკურს ევროპის წლის
ავტომობილის გამარჯვებული გამოცხადდა, ცნობილი გახდა კონკურს მსოფლიოს წლის
ავტომობილის ის სამი ფინალისტი, რომელთა შორისაც ჟიური საუკეთესოს აარჩევს. მათ
შორისაა „ლენდ როვერის“ უახლესი მოდელი, „რეინჯ როვერ ველარი“. ამავე ავტომობილს,
კონკურსზე კიდევ ერთი ჯილდოს - წლის საუკეთესო საავტომობილო დიზაინის მოგების
შანსიც აქვს.
Saturday, March 10, 2018
„რეინჯ როვერი“ ორი კარით - დასაწყისის გახსენება
სანამ ავტომწარმოებლები კუპეს სტილში შესრულებული
ქროსოვერების და უგზოობის ორკარიანი ავტომობილების წარმოებას დაიწყებდნენ, „ლენდ
როვერი“ იყო პირველი, რომელმაც მყიდველს ორკარიანი „რეინჯ როვერი“ შესთავაზა. ეს
1970 წელს იყო, რითაც უგზოობის მდიდრული ავტომობილების კლასს ჩაეყარა საფუძველი. წელს
კი ბრიტანულმა კომპანიამ თავისი ახალი პროდუქტი - „რეინჯ როვერ SV კუპე“ შემოგვთავაზა.
„იაგუარ F-ტაიპ SVR“ ახალი გრაფიკული შესრულებით
„იაგუარ F-ტაიპ SVR“ სიმძლავრითაც
გამოირჩევა და დახვეწილი გარეგნობითაც. და ამიტომ, თაყვანისმცემლები არ აკლია.
თუმცა ახალი გრაფიკული პაკეტით, რომელიც პირველად ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა,
ბრიტანული კომპანია თავის კლიენტებს კიდევ უფრო მეტ ექსკლუზიურობას სთავაზობს.
Sunday, March 4, 2018
„იაგუარმა“ თავისი პირველი ელექტრომობილი - „I-პეისი“ გაგვაცნო
„იაგუარმა“ თავის ისტორიაში პირველი
ელექტრომობილის, „I-პეისის“ პრეზენტაცია ჩაატარა. ეს არის ქროსოვერის ტიპის
სპორტული ავტომობილი, რომლის სვლის სიშორეც 475 კილომეტრია. ამ და სხვა
თვისებებით, ამ ავტომობილს ყველა შანსი აქვს იმისათვის, რომ ბაზრის თავისი
სეგმენტის ლიდერი გახდეს.
Subscribe to:
Posts (Atom)