„რეინჯ როვერ სპორტს“ არაერთი საინტერესო მიღწევა
აქვს, მაგრამ თუ ოდესმე სუპერ ავტომობილის რეკორდის გაუმჯობესებას შეძლებდა, ამას
ალბათ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. მისმა ვერსია „რეინჯ როვერ სპორტ SVR-მა“
სწორედ ეს შეძლო - ჩინეთში, ლეგენდარულ ტიანმენის აღმართის (რომელსაც დრაკონის
გზასაც ეძახიან) გავლა, „ფერარი 458 იტალიაზე“ სწრაფად მოახერხა!
ავტომობილის საჭესთან კვლავ ფორმულა E-ს გუნდ
„პანასონიკ იაგუარ რეისინგის“ ჩინელი პილოტ ჰო-პინ ტუნი იჯდა, რომელმაც ცოტა ხნის
წინ, ამავე ავტომობილის პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსიით, ცის კარიბჭის კიბის 999 საფეხური
აიარა. კიბეებამდე სწორედ იმ 99 მსოახვევის გავლამ მოუწია, რომლებსაც ამჯერად
სარბოლო რიტმში შეუტია.
ტუნმა სერიული „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ით“, 11.3-კილომეტრიანი
ასფალტიანი აღმართი 9 წუთსა და 51 წამში გაიარა და ამ გზის არაოფიციალური რეკორდი
დაამყარა. რეკორდული გარბენის დროს, საშუალო სიჩქარემ 68.8 კმ/სთ შეადგინა. ცნობისათვის,
„ფერარი 458 იტალიამ“ ეს გზა 2016 წელს 10 წუთსა და 31 წამში გაიარა.
„რეინჯ როვერ სპორტ SVR“ აღჭურვილი 5.0-ლიტრიანი მექანიკურ
დამჭირხნიანი V8 ძრავის მოდიფიცირებული ვერსიით, რომელიც 575 ცხენის ძალას და 700
ნიუტონმეტრს ავითარებს. ეს არის „ლენდ როვერის“ ისტორიაში ყველაზე სწრაფი
ავტომობილი, რომელსაც ადგილიდან ასის მიღწევა 4.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური
სიჩქარე კი საათში 280 კილომეტრია.
„სარბოლო ტრასებზე მაღალ სიჩქარეებს ვარ ჩვეული,
მაგრამ ეს 99 მოსახვევი რაღაც უნიკალურია. მთავარი გამოწვევა მაქსიმალური
ყურადღების მოკრება იყო, რადგან მოსხვევი მოსახვევს ენაცვლება, გზის კიდეში კი ღრმა
უფსკრულია. მცირე შეცდომის შედეგი ძალიან მძიმე შეიძლება იყოს. მაგრამ „რეინჯ
როვერ სპორტ SVR-მა“ ყველაფერი შესანიშნავად გააკეთა. ეს უგზოობის ავტომობილია,
მაგრამ სიმკვირცხლით და შესაძლებლობებით სუპერ ავტომობილებსაც შეეჯიბრება და ტან
ისეთ ადგილებზე გაგატარებთ, სადაც სუპერ ავტომობილით გავლა ოცნებაშიც წარმოუდგენელია“,
- ამბობს ჰო-პინ ტუნი.
No comments:
Post a Comment