ჟენევის მოტორ შოუზე, სადაც კონკურს ევროპის წლის
ავტომობილის გამარჯვებული გამოცხადდა, ცნობილი გახდა კონკურს მსოფლიოს წლის
ავტომობილის ის სამი ფინალისტი, რომელთა შორისაც ჟიური საუკეთესოს აარჩევს. მათ
შორისაა „ლენდ როვერის“ უახლესი მოდელი, „რეინჯ როვერ ველარი“. ამავე ავტომობილს,
კონკურსზე კიდევ ერთი ჯილდოს - წლის საუკეთესო საავტომობილო დიზაინის მოგების
შანსიც აქვს.
კონკურს მსოფლიოს წლის ავტომობილის გამარჯვებულები ნიუ
იორკის საერთაშორისო ავტო შოუზე, 28 მარტს გამოცხადდება. გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური,
რომელშიც საავტომობილო თემაზე მწერალი 75 ჟურნალისტი შედის.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ამ კონკურსის ფინალში
„იაგუარ ლენდ როვერის“ ავტომობილი გავიდა. შარშან გამარჯვება სწორედ ბრიტანული
კომპანიის „იაგუარ F-პეისმა“ გაიმარჯვა, რომელიც ასევე წლის საუკეთესო
საავტომობილო დიზაინის კატეგორიაშიც საუკეთესოდ სცნეს.
„მჯერა, დიზაინს აქვს იმის ძალა, რომ ადამიანებს
ცხოვრება გაუმდიდროს. ყველაზე გამორჩეულ დიზაინს კი ემოციების მოზღვავების
გამოწვევა შეუძლია. რეინჯ როვერ ველარი თანამედროვე, ელეგანტური სილუეტით და მშვიდ
ინტერიერით გამოირჩევა, რითაც მთელს მსოფლიოში ჩვენი მომხმარებლების გულებს
იპყრობს“, - ამბობს „ლენდ როვერის“ დიზაინის შეფი ჯერი მაკგოვერნი (ფოტოზე
ველართან ერთად).
No comments:
Post a Comment